ყოფილი მეუღლის მიმართ შესაძლო მუქარის ფაქტზე ბრალდებული სასულიერო პირის ადვოკატი - ყველაფერი იმის გამო ხდება, რომ ნინო ჩიქოვანს გარკვეული ფინანსური ინტერესი აქვს

ყოფილი მეუღლის მიმართ შესაძლო მუქარის ფაქტზე ბრალდებული სასულიერო პირის, ლაშა ჩიქოვანის ადვოკატის, ლელა აბეშმაძის განცხადებით, ნინო ჩიქოვანი ყოფილ მეუღლეს გაჩუმების სანაცვლოდ თანხას და ბინას თხოვდა. აღნიშნულის შესახებ აბეშმაძემ სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

„მამაო წარდგენილ ბრალდებაში თავს დამნაშავედ არ სცნობს. არანაირი მუქარის, არანაირი წამების მსხვერპლი არ არის ქალბატონი ნინო. ის არც მალავს, რომ ეს ყველაფერი მხოლოდ და მხოლოდ იმის გამო ხდება, რომ მას აქვს გარკვეული ფინანსური ინტერესი. რადგან ოჯახში ორი სასულიერო პირია, მამა და შვილი, ის ყველანაირ პროვოკაციაზე მიდის იმისთვის, რომ 100 000 დოლარი მიიღოს და 1 500 ლარი თვეში. ის ამას პირდაპირ, ღიად გამოხატავს მესიჯებით, განცხადებებით. ჩემთანაც აქვს ნათქვამი, ან 120 კვადრატული ბინა ავლაბარში და თვეში 1 500 ლარი, ან 100 000 დოლარი და თვეში 1 500 ლარიო. ქალბატონი ნინო წერს წიგნს - „ფოფოდიას“. ძალიან დიდი ეჭვი მაქვს, რომ ყველაფერი, რაც ამ საქმის ირგვლივ ხდება, ამ წიგნის პიარისთვისაა გაკეთებული“, - აცხადებს აბეშმაძე.

რაც შეეხება ბრალდების მხარის მიერ სასამართლო პროცესზე გაჟღერებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც, სასულიერო პირი ყოფილ მეუღლეს სიცოცხლის მოსპობით, კერძოდ კი, ბეისბოლის ჯოხით თავის გატეხვით დაემუქრა, ადვოკატი აცხადებს, რომ მსგავსი შინაარსის მიმოწერა მას არ უნახავს.

„რაღაც მიწერ-მოწერა იყო, მაგრამ ვერ დავაზუსტებ, რა ტექსტი იყო. 15 ნოემბერთან დაკავშირებით გეტყვით, რომ არანაირი მუქარა არ ყოფილა და საერთოდ არ ყოფილა დანაშაული. 3 იანვარს, როგორც დღეს პროცესზე გაიჟღერა, რომელსაც თქვენც ესწრებოდით, იყო რაღაც მიმოწერაზე საუბარი, მაგრამ მე პირადად არ მინახავს ეს მიმოწერები. ეს მესიჯები პირადად არ მინახავს და პასუხს ვერ გაგცემთ“, - განაცხადა ადვოკატმა.

იხილეთ ვიდეო: "ყველანაირ პროვოკაციაზე მიდის, რომ მიიღოს 100 ათასი დოლარი და 1 500 ლარი თვეში" - ყოფილ მეუღლეზე ძალადობასა და მუქარაში ბრალდებული სასულიერო პირის ადვოკატი

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია