საპენსიო სააგენტომ 6 იანვარს დაგროვებითი საპენსიო სქემის სპეციალიზებული დეპოზიტარის შესარჩევი ტენდერი გამოაცხადა

სსიპ საპენსიო სააგენტომ 2020 წლის 6 იანვარს გამოაცხადა დაგროვებითი საპენსიო სქემის სპეციალიზებული დეპოზიტარის შესარჩევი ტენდერი, რომელიც ხელმისაწვდომია როგორც ადგილობრივი ასევე საერთაშორისო დაინტერესებული ორგანიზაციებისათვის. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საპენსიო სააგენტოდან აცნობეს.

მათი ინფორმაციით, სპეციალიზებული დეპოზიტარის შერჩევა წარმოადგენს კანონმდებლობით განსაზღვრულ ფასიან ქაღალდებში ინვესტირების აუცილებელ წინაპირობას.

„სპეციალიზებული დეპოზიტარის ძირითადი მოვალეობები იქნება ფასიანი ქაღალდების დეპონირება, საპენსიო აქტივების რეგულარული აღრიცხვა და ანგარიშგება. აღსანიშნავია, რომ დაგროვებითი საპენსიო სქემის სპეციალიზებული დეპოზიტარის საქმიანობა წარმოადგენს რეგულირებად საქმიანობას და სსიპ საპენსიო სააგენტოს წინასწარი შერჩევის შემდეგ, სპეციალიზებული დეპოზიტარის ფუნქციის შესრულების მსურველმა ორგანიზაციამ შესაბამისი ავტორიზაცია უნდა გაიაროს საქართველოს ეროვნულ ბანკთან. შერჩევისა და დანიშვნის პროცესის დასრულება მოსალოდნელია 2020 წლის მე-2 კვარტალში. დაგროვებითი საპენსიო სქემის სპეციალიზებული დეპოზიტარის შესარჩევი სატენდერო დოკუმენტი, სადაც განსაზღვრულია ტენდერში მონაწილეობის დეტალური პირობები, შესაძლებელია მოძიებულ იქნას სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ელექტრონული შესყიდვების ვებგვერდზე - https://tenders.procurement.gov.ge, „საპენსიო სააგენტოს“ ან განცხადების ნომერი: GEO200000002'-ის ძიებით. ყველა დაინტერესებულმა პირმა, დოკუმენტის მოსაძიებლად უნდა გაიაროს რეგისტრაცია აღნიშნულ ვებგვერდზე.

2019 წლის პირველი იანვრიდან დღემდე საპენსიო სააგენტოში აკუმულირებულია 570 მილიონი ლარი, დარეგისტრირებულია 61 299 კომპანია და 961 291 უნიკალური მონაწილე“, - აღნიშნულია საპენსიო სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - „ქართული ოცნების“ ეკონომიკური პროგრამა გაცილებით უფრო მოკრძალებული, მაგრამ, ამავდროულად, გაცილებით უფრო რეალისტურია
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2020
რევაზ კოპალაძე - ქვეყნებში, სადაც გულშემატკივრობენ საქართველოს, მტკივნეულად აღიქვამენ სახელმწიფოს ჩარევას „კავკასუს ონლაინის“ სამეწარმეო თავისუფლებაში