"დინამო თბილისი" ლეგენდების ტურნირის ფინალში გავიდა

გერმანიის დედაქალაქ ბერლინში გამართულ ლეგენდების ტურნირში "დინამო თბილისის" გუნდმა, რომლის კაპიტანი კახა კალაძეა, წარმატებით იასპარეზა და ჯერ ნახევარფინალში, შემდეგ კი ფინალში გადავიდა.

ნახევარფინალში "დინამო თბილისმა" ბრემენის "ვერდერი" ანგარიშით 5:2 დაამარცხა. გატანილი გოლების ავტორები კახა კალაძე და ალექსანდრე იაშვილი არიან.

ფინალური შეხვედრა "დინამო თბილისმა" ბერლინის "ჰერტასთან" გამართა. მატჩი ბერლინის "ჰერტას" გამარჯვებით დასრულდა.

"ძალიან მაგარი ტურნირი იყო, სადაც დინამო თბილისმა წარმატებით იასპარეზა, გავხდით პირველები A ჯგუფში, გადავედით ჯერ ნახევარფინალში და შემდეგ ფინალში. მართალია ფინალში დავმარცხდით, მაგრამ საერთო ჯამში კმაყოფილები ვართ",- განაცხადა კახა კალაძემ ტურნირის დასრულების შემდეგ.

"დინამო თბილისმა" ლეგენდების ტურნირში მეორე ადგილი დაიკავა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა