აბაშასა და რამდენიმე სოფელს წყალმომარაგების სისტემის სარეაბილიტაციო სამუშაობთან დაკავშირებით წყლის მიწოდება შეეზღუდებათ

ქალაქ აბაშასა და მის მიმდებარე სოფლებს, წყალმომარაგების სისტემის სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო რამდენიმე დღის განმავლობაში წყლის მიწოდება შეეზღუდებათ. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიიდან აცნობეს.

მათივე ცნობით, აბაშისა და მიმდებარე სოფლების სტაბილური წყალმომარაგებით უზრუნველყოფისთვის, წყლის სისტემის მშენებლობა მიმდინარეობს.

„აბაშის წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციის ფარგლებში გათვალისწინებული ტექნიკური და ახალ ქსელზე გადართვითი სამუშაოების გამო, 13 იანვრიდან, 18 იანვრის 10:00 სთ-მდე ქ. აბაშასა და მიმდებარე სოფლებს - მაიდანს, გულუხეთის, ონტოფოს, სამიქაოსა და აბაშისპირს წყლის მიწოდება შეეზღუდებათ.

ამ დროისთვის გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია აბაშისა და აღნიშნული სოფლების სტაბილური წყალმომარაგებით უზრუნველყოფისთვის წყლის სისტემის მშენებლობას ახორციელებს. პროექტი ითვალისწინებს არსებული სათავე ნაგებობის რეაბილიტაციასა და 15 კმ. სიგრძის მონაკვეთზე ძველი მაგისტრალური მილსადენის ახალი ქსელით შეცვლას.

პროექტის დასრულების შედეგად, ადგილობრივები თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი, წყლის განახლებული ინფრასტრუქტურით ისარგებლებენ“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა