ფოთში ახალგაზრდა ქალი სავარაუდოდ, მეუღლემ დაჭრა

ფოთში ახალგაზრდა ქალი დაჭრეს. არსებული ინფორმაციით, მას ჭრილობები ცივი იარაღით ქმარმა მიაყენა. იგი სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ ფოთის ჰოსპიტალში გადაიყვანა.

ექიმების ინფორმაციით, დაჭრილის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

„გამოძახებაზე მისულ ჯგუფს ახალგაზრდა ქალი დაგვხვდა, რომელსაც მრავლობითი დაზიანება აღენიშნებოდა სხეულის სხვადასხვა არეში და ორი ნაკვეთი ჭრილობა. როგორც თვითონ აღწერს დაზიანებები მიაყენა მეუღლემ. ადგილზე გავუწიეთ დახმარება და გადავიყვანეთ ქალაქის ჰოსპიტალში. მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელი, საშუალო სიმძიმის, დანატჩენი კვლევა მოხდება სტაციონარში”, - განუცხადა ჟურნალუსტებს ფოთის საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის მორიგე ექიმმა ლალი დამენიამ.

როგორც „ინტერპრესნიუსს” შსს-ში განუცხადეს, მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 126-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ოჯახში ძალადობას გულისხმობს და თავისუფლების აღკვეთას 2 წლამდე ვადით ითვალისწინებს. უწყების ცნობით, დამნაშავე დაკავებულია.

ლევან ლორთქიფანიძე - ხელისუფლება ნელ-ნელა ცდილობს, რომ 78-ე მუხლის გაუქმების შესაძლებლობას შევეგუოთ
ქართული პრესის მიმოხილვა 11.12.2025
BDO × ITMC: როგორ აძლიერებს BDO-ს ექსპერტიზა ITMC-ის როლს რეგიონულ ლოგისტიკურ ეკოსისტემაში
Tower Group-ის პრემიალურ პროექტებზე წინასაახალწლო, განსაკუთრებული ფასებია
BDO Academy-მ შპს „ნიკორა“-ში სწავლების ელექტრონული მართვის სისტემა (LMS) დანერგა
კომპანია „მანი მუვერსმა“ „ნეოლეთის“ 100%-იანი წილი შეიძინა
საახალწლო შეთავაზება APEX Development-ის ბინებზე