ელენე ხოშტარია - ის, რომ სასამართლო იქცა პოლიტიკური პროცესის ადგილად, ამას კარგად ვხედავთ - ყოველ დღე იმართება პოლიტიკური პროცესები

ის, რომ სასამართლო იქცა პოლიტიკური პროცესის ადგილად, ამას ჩვენ ძალიან კარგად ვხედავთ. ყოველ დღე იმართება პოლიტიკური პროცესები, ხან აქტივისტების და ხან პოლიტიკოსების წინააღმდეგ,- ამის შესახებ „ევროპული საქართველოს” ერთ-ერთმა წევრმა, ელენე ხოშტარიამ ჟურნალისტებს 31 დეკემბერს დაკავებული აქტივისტების სასამართლო პროცესის დაწყებამდე განუცხადა.

ხოშტარიას თქმით, 31 დეკემბერს დაკავებული პირები არა დამნაშავეები, არამედ დაზარალებულები არიან.

„შინაარსობრივი სამართლებრივი ნაწილი არ გააჩნია ამ პროცესებს, მაგრამ კონკრეტულად დღევანდელ პროცესზე შემიძლია დამატებით ძალიან დაზუსტებით ვთქვა, რომ ის აქტივისტები, რომლებიც დღეს არიან ბრალდებულების სკამზე, რეალურად არიან დაზარალებულები. არსებობს უტყუარი ვიდეო მასალა, როგორ აზიანებენ მიზანმიმართულად და ძალადობრივად კონკრეტულად ამ აქტივისტებს. მათ შორის ერთ-ერთს, გიორგი მუმლაძეს შეტანილი აქვს საჩივარი, თუმცა, ცხადია მთელი ამ პერიოდის განმავლობაში არავინ დაკითხულა და არაფრის გაკეთებას არ აპირებენ. ჩვენ ვიცით, რომ აქ დღეს ჩვენ სამართალს არ ვეძებთ, ვართ პოლიტიკურ ბრძოლაში, რომელშიც საბოლოო ჯამში აუცილებლად გავიმარჯვებთ”,- განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა