ნოდარ რუხაძე მოსამართლეს - თქვენ კი არ მაძევებთ დარბაზიდან, მე ვტოვებ პროცესს პროტესტის ნიშნად

31 დეკემბერს დაკავებული პირების სასამართლო პროცესზე მოსამართლე ივანე აღნიაშვილმა მოძრაობა „სირცხვილიას” ერთ-ერთი წევრი ნოდარ რუხაძე სასამართლოს დარბაზიდან გააძევა.

მოსამართლემ სხდომაზე დარბაზში მყოფებს სიმშვიდისკენ რამდენჯერმე მოუწოდა.

აღნიშნული კი, რუხაძის რეპლიკას მოყვა, რის შემდეგაც მოსამართლემ მას დარბაზის დატოვება სთხოვა.

„თქვენ კი არ მაძევებთ დარბაზიდან, მე ვტოვებ პროცესს პროტესტის ნიშნად”,- განაცხადა ნოდარ რუხაძემ.

შეგახსენებთ, ბექა კოკაია, გიორგი მუმლაძე, ზურაბ ბერძენიშვილი და ზურაბ მჟავანაძე 31 დეკემბერს დააკავეს. სამოქალაქო აქტივისტები პარლამენტის შენობის წინ კარვების აღებას და მათ ნაცვლად ატრაქციონების განთავსებას აპროტესტებდნენ.

დაკავებულების მიმართ გამოძიება ადმინისტრაციული კოდექსის 166-ე (წვრილმანი ხულიგნობა) და 173-ე (სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა) მუხლებით მიმდინარეობს, რაც 15 დღით თავისუფლების აღკვეთას ან ფინანსურ სანქციას გულისხმობს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა