მოძრაობა „შეცვალეს" წევრებმა ჯანდაცვის სამინისტროსთან აქცია-პერფორმანსი გამართეს

სამოქალაქო მოძრაობამ „შეცვალე" ჯანდაცვის სამინისტროსთან აქცია-პერფორმანსი გამართა.

აქციის მონაწილეებმა მედიკამენტები წყალში ჩაყარეს, რითაც C ჰეპატიტის საწინააღმდეგო ვადაგასული წამლების ჩამოწერა გააპროტესტეს.

„საზოგადოებამ გაიგო, რომ 500 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების C ჰეპატიტის საწინააღმდეგო მედიკამენტები გააფუჭა ხელისუფლებამ და გვეუბნებიან, რომ ვადა გაუვიდა, მაშინ, როდესაც უამრავი ადამიანი დგას რიგში და არის ამ ტაბლეტების მოლოდინში. ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები და მეგობრები გვიგზავნიან ამ მედიკამენტებს იმისთვის, რომ ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობაზე იზრუნონ, ჩვენი ხელისუფლება კი აფუჭებს ამ წამლებს, ყრის წყალში. ფაქტობრივად ხელისუფლებამ შექმნა პრეცედენტი, რომ ორიათასი კაცი, რომლის დოზაც არის გაფუჭებული, სიკვდილისთვის გაწირა", - განაცხადა „შეცვალეს" წევრმა დიმიტრი ბიძინაშვილმა.

გია ხუხაშვილი - ხელისუფლებამ მონოპოლიების, კარტელების, ოლიგოპოლიების შექმნას უნდა შეუშალოს ხელი - თუ ქვეყანაში პოლიტიკური რისკებისაგან დაზღვეული ჯანსაღი კონკურენტული გარემო შეიქმნა, ასეთ შემთხვევაში ფასები თავისთავად დარეგულირდება
სადირ ჯაპაროვის პრეზიდენტობის ხუთი წელი: მთავარი გამოცდა ჯერ კიდევ წინაა
ქართული პრესის მიმოხილვა 26.01.2026
„ნიკორამ“ ახალი, მაღალტექნოლოგიური ქარხანა გახსნა