ისანში, მეორადი ტექნიკის ბაზრობაზე ხანძარი ლოკალიზებულია

ისანში მეორადი ტექნიკის ბაზრობაზე ხანძარი ლოკალიზებულია. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ შს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურიდან აცნობეს.

უწყების ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ "112"-ში შემოსული ინფორმაციის თანახმად, მეტროსადგური "სამგორის" მიმდებარედ შეინიშნებოდა ძლიერი დაკვამლიანება და ღია ცეცხლი. ადგილზე მისული მეხანძრე-მაშველების ინფორმაციით, ხანძარი მეორეული ტექნიკის ბაზრობას გაუჩნდა. „ამ დროისთვის ხანძარი ლოკალიზებულია. სიტუაცია კონტროლს სრულად ექვემდებარება და ცეცხლის გავრცელების საფრთხე აღარ არსებობს. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ადგილზე მუშაობს 12 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი“,-ნათქვამია განცხადებაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა