ჯასტინ ტრუდო - რომ არა რეგიონში ესკალაცია, „უკრაინის ავიახაზების“ თვითმფრინავის მგზავრები ახლა ცოცხლები იქნებოდნენ

კანადის პრემიერ-მინისტრის, ჯასტინ ტრუდოს განცხადებით, რომ არა დაძაბულობა რეგიონში, 176 ადამიანი, მათ შორის 57 კანადელი, ახლა ცოცხალი იქნებოდა.

„რომ არ ყოფილიყო სიტუაციის ესკალაცია რეგიონში, ის კანადელები ახლა თავიანთ ოჯახებთან ერთად იქნებოდნენ. ეს არის ის, რაც ხდება ომისა და კონფლიქტის დროს. მას უდანაშაულო ადამიანები ეწირებიან“, - განაცხადა ტრუდომ.

მისივე თქმით, კარგი იქნებოდა, რომ აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს სოლეიმანის ლიკვიდაციის შესახებ მოკავშირეები გაეფრთხილებინა.

შეგახსენებთ, რომ „ბოინგ 737“ თეირანის აეროპორტთან 8 იანვარს ჩამოვარდა, რის შედეგადაც ბორტზე მყოფი 176-ვე მგზავრი დაიღუპა. ირანის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა აღიარა, რომ უკრაინული სამგზავრო თვითმფრინავის კატასტროფის მიზეზი „ადამიანური გადაცდომა გახდა" და მათ „ბოინგ 737“ „უნებლიედ“ ჩამოაგდეს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა