გიგა ბოკერია გუდაური-ქვეშეთი-კობის გზაზე - ამ  გზაში და გვირაბში პრობლემა არაა, მაგრამ არის მთლიან უსაფრთხოების პოლიტიკაში

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის გიგა ბოკერიას განცხადებით, ხელისუფლებასთან უსაფრთხოების პოლიტიკასთან დაკავშირებით ბრალდებები არსებობს, თუმცა გუდაური-ქვეშეთი-კობის გზა პრობლემას არ წარმოადგენს.

როგორც გიგა ბოკერიამ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე აღნიშნულ გზასთან დაკავშირებით ხაზარაძის განცხადების თაობაზე დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა, პრობლემა მთლიანად უსფრთხოების პოლიტიკაშია.

„ჩვენ ივანიშვილის ხელისუფლებასთან გვაქვს უმძიმესი და უსერიოზულესი ბრალდებები, ჩვენ და მთელ საზოგადოებას უსაფრთხოების პოლიტიკასთან დაკავშირებით. ეგ გზა არ არის ამ ბრალდებებს შორის ნამდვილად. მაგ გზაში და გვირაბში პრობლემა არაა, მაგრამ არის მთლიან უსაფრთხოების პოლიტიკაში და არა მაგ გზაში“,- განაცხადა ბოკერიამ.

ცნობისთვის, ლელოს“ დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ დღეს ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტისა და ქვეშეთი-კობის საგზაო პროექტი შეადარა ერთმანეთს.

როგორც ხაზარაძემ აღნიშნა, სახელმწიფო ნახევარ მილიარდ დოლარს გამოყოფს ჩრდილოეთის გზისთვის, მაშინ, როცა გაცილებით მასშტაბური „ანაკლიის განვითარების პროექტისთვის“ 50 მილიონის გარანტიის გამოყოფაზე თქვა უარი.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა