ირანში დააკავეს ადამიანი, რომელმაც უკრაინული თვითმფრინავის ჩამოგდების ამსახველი ვიდეო გადაიღო

ირანის ხელისუფლება აცხადებს, რომ მათ დააკავეს ადამიანი, რომელმაც გადაიღო კადრი, სადაც ასახულია, როგორ ხვდება უკრაინულ სამგზავრო თვითმფრინავს რაკეტა, - ამის შესახებ ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.

დაკავებულის ვინაობა უცნობია.

თავის მხრივ, ირანელი ჟურნალისტი, რომელიც ლონდონში მუშაობს და რომელმაც პირველად გამოაქვეყნა ვიდეო, აცხადებს, რომ მისი წყარო უსაფრთხოდაა.

შეგახსენებთ, ვიდეოს გამოქვეყნებამდე ირანი ირწმუნებოდა, რომ უკრაინული თვითმფრინავი, რომლის კატასტროფის შედეგად ბორტზე მყოფი 176-ვე ადამიანი დაიღუპა, მის რაკეტას არ ჩამოუგდია, თუმცა ვიდეოს გამოქვეყნების შემდგე, სადაც ჩანს, რომ თვითმფრინავს რაკეტა ხვდება, ირანმა აღიარა, რომ ადგილი ჰქონდა „ადამიანურ გადაცდომას“ და თვითმფრინავის „შემთხვევით“ ჩამოგდებას.

ქვეყნის სასამართლო სისტემის სპიკერმა გოლამჰოსეინ ისმაილმა გუშინ განაცხადა, რომ ინციდენტთან დაკავშირებით რამდენიმე პირია დაკავებული.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა