კახა კალაძე გამგებლებს ავალებს, „ადამიანებს მისცენ შესაძლებლობა, თვითონ განსაზღვრონ პრიორიტეტები, რა უნდათ საკუთარ უბანში, ქუჩაზე გაკეთდეს“

მივცეთ ადამიანებს შესაძლებლობა, თვითონ განსაზღვრონ პრიორიტეტები, რა უნდათ საკუთარ უბანში, საკუთარ ქუჩაზე გაკეთდეს, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მან მერიის სამსახურის უფროსებს და გამგებლებს მოსახლეობის ჩართულობის უზრუნველყოფა დაავალა.

„მინდა ყველას, სამსახურის უფროსებს, გამგებლებს დაგავალოთ მაქსიმალური ყურადღება. წლევანდელი ბიუჯეტი გამგეობებში არის განსხვავებული და შესაბამისად, უფრო ბევრი და მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელების შესაძლებლობა გექნებათ, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია ყოველდღიური კომუნიკაცია მოსახლეობასთან, მათი ჩართულობა, სხვადასხვა პროექტების განხილვები, რომელიც ერთად უნდა განვახორციელოთ და ჩემი თხოვნა იქნება, რომ საზოგადოების ჩართულობა, ადგილობრივი მოსახლეობის ჩართულობა მაქსიმალურად გაითვალისწინოთ და მივცეთ ადამიანებს შესაძლებლობა, თვითონ განსაზღვრონ პრიორიტეტები, რა უნდათ საკუთარ უბანში, საკუთარ ქუჩაზე იქნას გაკეთებული. ჩვენ გვაქვს ჩვენი ხედვა და ვიცით, რა უნდა გავაკეთოთ, თუმცა, ადგილობრივების ჩართულობა არის ძალიან მნიშვნელოვანი,“- განაცხადა კახა კალაძემ.

მან ასევე, თბილისის ბიუჯეტზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ წინა წლებში ბიუჯეტი გაცილებით ნაკლები იყო.

„დაახლოებით მილიარდ 245 მილიონი იქნება მხოლოდ ის თანხები, რომელიც იქნება დასახარჯი - 2 ძირითადი მიმართულება გვექნება: ეს არის ინფრასტრუქტურა, მეორე არის - ჯანდაცვა და სოციალური მიმართულება და ამას დაემატება დაახლოებით 270 მილიონი ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკიდან წამოსაღები თანხები იმისთვის, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტი მთლიანად იყოს მოწესრიგებული, ანუ მილიარდ 500 მილიონი იქნება დაახლოებით დედაქალაქის ბიუჯეტი, რაც ძალიან მაგარია, მნიშვნელოვანია,“- აღნიშნა კახა კალაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა