დეკემბერში საქართველოში ევროკავშირის ქვეყნებიდან  65.15 მლნ დოლარი, რუსეთიდან კი 43.82 მლნ დოლარის ფულადი გზავნილი შემოვიდა

საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2019 წლის დეკემბერში ევროკავშირის ქვეყნებიდან ფულადი გზავნილების მოცულობა წლიურ ჭრილში 16.4%-ით გაიზარდა და 65.15 მლნ დოლარი შეადგინა.

საქართველოს ეროვნული ბანკი ფულადი გზავნილების მაჩვენებლებს აქვეყნებს, რომლის თანახმადაც, 2019 წლის დეკემბერში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების მოცულობამ 172.3 მლნ აშშ დოლარი (500.5 მლნ ლარი) შეადგინა.

ფულადი გზავნილების 38% ევროკავშირის ქვეყნებზე მოდის. რაც შეეხება სხვა ქვეყნებს, 2019 წლის დეკემბერში 2018 წლის დეკემბერთან შედარებით 215.86%-ით გაიზარდა გზავნილები ყირგიზეთიდან, 107.71%-ით ყაზახეთიდან, 84.19%-ით სომხეთიდან, 76.51%-ით უკრაინიდან, 6.74%-ით თურქეთიდან, რუსეთის ფედერაციიდან კი ფულადი გზავნილებს 0.08%-იანი ზრდა დაფიქსირდა.

აღსანიშნავია, რომ ზრდის დაბალი ტემპის მიუხედავად, დეკემბერში რუსეთის ფედერაციიდან საქართველოში ყველაზე მეტი, 43.82 მლნ დოლარის ოდენობის ფულადი გზავნილი შემოვიდა, რაც მთლიანი გზავნილების 25.44%-ია.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა