ეკატერინე ტიკარაძე - კლინიკების მიმართ დავალიანების აღმოფხვრა ყოველდღიურ რეჟიმში მიმდინარეობს

ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, კლინიკების მიმართ დავალიანების აღმოფხვრა ყოველდღიურ რეჟიმში მიმდინარეობს.

როგორც ტიკარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, გარკვეული შეფერხებები იყო წინა წელს ხელფასების გაცემასთან დაკავშირებით, თუმცა დავალიანების ანაზღაურება მიმდინარეობს.

„რიცხვი არის ცვლადი, ვინაიდან დავალიანების ანაზღაურება მიმდინარეობს ყოველდღიურ რეჟიში. გვაქვს ინტენსიური კომუნიკაცია კლინიკებთან. ეს ხარვეზები ეტაპობრივად იქნება აღმოფხვრილი და ამის გამო ბიუჯეტში ცვლილებები არ გახდება საჭირო“, - განაცხადა ტიკარაძემ.

გია ხუხაშვილი - ხელისუფლებამ მონოპოლიების, კარტელების, ოლიგოპოლიების შექმნას უნდა შეუშალოს ხელი - თუ ქვეყანაში პოლიტიკური რისკებისაგან დაზღვეული ჯანსაღი კონკურენტული გარემო შეიქმნა, ასეთ შემთხვევაში ფასები თავისთავად დარეგულირდება
სადირ ჯაპაროვის პრეზიდენტობის ხუთი წელი: მთავარი გამოცდა ჯერ კიდევ წინაა
ქართული პრესის მიმოხილვა 26.01.2026
„ნიკორამ“ ახალი, მაღალტექნოლოგიური ქარხანა გახსნა