ჯანდაცვის მინისტრის ინფორმაციით, 6 თვეში გახდება ცნობილი, რა გზას აირჩევს სახელმწიფო მედიკამენტებზე ფასების დასარეგულირებლად

ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, მუშავდება რეგულაციები, რომლითაც ფარმაცევტულ ბაზარზე ფასები დარეგულირდება.

„ინტერპრესნიუსის“ კითხვაზე, რას ფიქრობს სამინისტრო მედიკამენტებზე, ჰიგიენურ და კოსმეტიკურ საშუალებებზე გაზრდილ ფასთან დაკავშირებით, მინისტრი აცხადებს, რომ კონკრეტული მონახაზი, თუ რა გზას აირჩევს სახელმწიფო მედიკამენტებზე ფასების დასარეგულირებლად, 6 თვეში გახდება ცნობილი.

„ქრონიკული დაავადებების მქონე პაციენტებს საჭირო მედიკამენტებით სახელმწიფო უზრუნველყოფს გარკვეული პროგრამების მეშვეობით. შესაბამისად, ამ პაციენტებს საფრთხე არ ემუქრებათ. დანარჩენ რეგულაციებზე საუბარი ჯერჯერობით ადრეა, ვინაიდან მიმდინარეობს შიდა კომუნიკაცია როგორც ფარმამომწოდებლებთან, ასევე სამინისტროსთან. სხვა რეგულაციებით იქნება მათთვის ფასები დარეგულირებული. ეს იქნება ხანგრძლივი პროცესი, ვინაიდან ეს არის სრულიად არარეგულირებადი ბაზარი. ვვარაუდობთ, რომ მინიმუმ 6 თვე იქნება საჭირო იმისთვის, რომ პირველადი მონახაზი დავდოთ. 6 თვეში გვეცოდინება ის მონახაზი, რომელ გზას ირჩევს სახელმწიფო ფასების წარმოქმნისთვის. ამ გზებს და ჩამონათვალსაც 6 თვეში გაიგებთ“, - განაცხადა ტიკარაძემ.

ლევან ლორთქიფანიძე - ხელისუფლება ნელ-ნელა ცდილობს, რომ 78-ე მუხლის გაუქმების შესაძლებლობას შევეგუოთ
ქართული პრესის მიმოხილვა 11.12.2025
BDO × ITMC: როგორ აძლიერებს BDO-ს ექსპერტიზა ITMC-ის როლს რეგიონულ ლოგისტიკურ ეკოსისტემაში
Tower Group-ის პრემიალურ პროექტებზე წინასაახალწლო, განსაკუთრებული ფასებია
BDO Academy-მ შპს „ნიკორა“-ში სწავლების ელექტრონული მართვის სისტემა (LMS) დანერგა
კომპანია „მანი მუვერსმა“ „ნეოლეთის“ 100%-იანი წილი შეიძინა
საახალწლო შეთავაზება APEX Development-ის ბინებზე