ეკატერინე ტიკარაძე - როცა 112-ის წარმომადგენლები პაციენტებს უსვამენ კითხვებს, სწორია, რადგან გამოძახება მიზნობრივი უნდა იყოს

როცა 112-ის წარმომადგენლები პაციენტებს უსვამენ კითხვებს, აბსოლუტურად სწორია, ვინაიდან გამოძახება უნდა იყოს მიზნობრივი, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ უპასუხა.

მისივე თქმით, ამ კითხვების საშუალებით ხდება გამოძახების იდენტიფიცირება, თუ რომელი სიძლიერის ბრიგადის გაგზავნაა საჭირო.

„ეს არ არის საქართველოს სტანდარტი, ეს არის საერთაშორისო სტანდარტი. ეს არის რა თქმა უნდა, სავალდებულო. ამ კითხვების საშუალებით შეგვიძლია გამოვყოთ რომელია მწვავე გამოძახება, სადაც მყისიერად უნდა მოხდეს ბრიგადის გაგზავნა. რაც შეეხება დაგვიანებებს, სასწრაფო იგვიანებს იმის მიხედვით, თუ რამდენად მწვავეა გამოძახება და ის გამოძახებები, რომლებიც არის მწვავე და ეხება ადამიანის სიცოცხლეს, ვცდილობთ რომ იქ არ დავიგვიანოთ“, - განაცხადა ტიკარაძემ.

გია ხუხაშვილი - ხელისუფლებამ მონოპოლიების, კარტელების, ოლიგოპოლიების შექმნას უნდა შეუშალოს ხელი - თუ ქვეყანაში პოლიტიკური რისკებისაგან დაზღვეული ჯანსაღი კონკურენტული გარემო შეიქმნა, ასეთ შემთხვევაში ფასები თავისთავად დარეგულირდება
სადირ ჯაპაროვის პრეზიდენტობის ხუთი წელი: მთავარი გამოცდა ჯერ კიდევ წინაა
ქართული პრესის მიმოხილვა 26.01.2026
„ნიკორამ“ ახალი, მაღალტექნოლოგიური ქარხანა გახსნა