გიგა ბოკერია - NDI-ის კვლევა ასახავს იმ უმძიმეს რეალობას, რომელშიც ქვეყანა შეიყვანა ივანიშვილმა და მისი „კლოუნების“ არმიამ

ივანიშვილი განწირულია მარცხისთვის, - ამის შესახებ ჟურნალისტებს „ევროპული საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგა ბოკერიამ „ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის” (NDI) საზოგადოებრივი აზრის კვლევასთან დაკავშირებით განუცხადა.

ბოკერიას განცხადებით, საზოგადოება ხედავს, რომ „ქართული ოცნება” „ეროვნულ საფრთხედ იქცა“.

„ეს კვლევა ასახავს იმ უმძიმეს რეალობას, რომელშიც ქვეყანა შეიყვანა ივანიშვილმა და მისი „კლოუნების“ არმიამ. ისტორიული ანტირეკორდია ადამიანების რაოდენობის, ვინც თვლის, რომ ქვეყანა ხელისუფლებას არასწორი მიმართულებით მიჰყავთ, უფსკრულისკენ. დემოკრატიის ხარისხის შეფასების თვალსაზრისითაც ვხედავთ, რომ ანტირეკორდია და ბუნებრივია, საზოგადოება, ჩვენი მოქალაქეები ხედავენ იმას, როგორ ეროვნულ საფრთხედ იქცა ეს სამარცხვინო ლიდერი და მისი „კლოუნები“. რაც შეეხება პოლიტიკურ პარტიებს, აქაც არის ძალიან მკაფიო ვითარება. დემოკრატიული ოპოზიცია აშკარად ჯაბნის ჯამში „ქართულ ოცნებას”. ჩვენთვის, „ევროპული საქართველოსთვისაც” ტენდენციის თვალსაზრისითაც კარგი მონაცემებია, მაგრამ ეს მთავარი არ არის, მთავარია ის, რომ ნებისმიერ შემთხვევაში ივანიშვილი განწირულია მარცხისთვის, უბრალოდ ჩვენი ამოცანაა, ჩვენი პოლიტიკური გუნდის, მთელი ოპოზიციისა და საზოგადოებისთვის, რომ ეს გაკეთდეს ქვეყნისთვის ნაკლები ზიანის ხარჯზე”, - განაცხადა ბოკერიამ.

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
IPS-ის ორგანიზებით თბილისში ევროპული ბრენდის - URSA-ს ხმის და თბოიზოლაციის მასალების პრეზენტაცია გაიმართება
ვრცელდება თუ არა თქვენს ავტომობილზე Toyota 10/Lexus 10-ის გარანტია?
ADB-მ და Mastercard-მა ფინანსური ინკლუზიისა და ციფრული ინოვაციების გასაუმჯობესებლად ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი