გია ვოლსკი - უტიფრობის მწვერვალია, რომ ჰეპატიტის მკურნალობის პროგრამის მადისკრედიტირებელ განცხადებას აკეთებენ ადამიანები, რომელთა პირადი მონაწილეობა დანაშაულებრივ დამოკიდებულებაში დაავადებულთა მიმართ უდავოა

უტიფრობის მწვერვალია ის, რომ ჰეპატიტის მკურნალობის პროგრამის მადისკრედიტირებელ განცხადებას აკეთებენ ადამიანები, რომელთა პირადი მონაწილეობა დანაშაულებრივ დამოკიდებულებაში დაავადებულთა მიმართ უდავოა, - ამის შესახებ პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი სოციალურ ქსელში წერს.

„უტიფრობის მწვერვალია ის, რომ ჰეპატიტის მკურნალობის პროგრამის მადისკრედიტირებელ განცხადებას აკეთებენ ადამიანები, რომელთა პირადი მონაწილეობა დანაშაულებრივ დამოკიდებულებაში დაავადებულთა მიმართ უდავოა. ციხეებში ჰყავდათ 25.000-მდე პატიმარი და აქედან ნახევარი ,,C” ჰეპატიტის ვირუსით ინფიცირებული და “სიკვდილის” რეალური კანდიდატი იყო. მაშინ ამ ვითარებამ ევროპულ სასამართლომდე მიაღწია და ჭიაბერაშვილის ხელისუფლებას ევროპული კონვენციის მე-3 მუხლის დარღვევა და არაადეკვატური მკურნალობის ვერდიქტი გამოუტანეს, დარღვევები სისტემური იყო!“, - წერს გია ვოლსკი „ფეისბუქზე“.

გია ხუხაშვილი - ხელისუფლებამ მონოპოლიების, კარტელების, ოლიგოპოლიების შექმნას უნდა შეუშალოს ხელი - თუ ქვეყანაში პოლიტიკური რისკებისაგან დაზღვეული ჯანსაღი კონკურენტული გარემო შეიქმნა, ასეთ შემთხვევაში ფასები თავისთავად დარეგულირდება
სადირ ჯაპაროვის პრეზიდენტობის ხუთი წელი: მთავარი გამოცდა ჯერ კიდევ წინაა
ქართული პრესის მიმოხილვა 26.01.2026
„ნიკორამ“ ახალი, მაღალტექნოლოგიური ქარხანა გახსნა