"MATKA 2020"-ზე საქართველო „წლის ტურისტული დანიშნულების ქვეყნად“ დასახელდა

ფინეთის დედაქალაქ ჰელსინკში გამართულ ნორდიკულ ქვეყნებში უმსხვილეს საერთაშორისო ტურისტულ გამოფენა-ბაზრობაზე “MATKA 2020” საქართველო „წლის ტურისტული დანიშნულების ქვეყნად” დასახელდა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტორდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, მნიშვნელოვანია, რომ გამოფენის სამიზნე ბაზარი მოიცავს არა მხოლოდ ფინეთის ტურისტულ სეგმენტს, არამედ ნორდიკულ და ბალტიის ქვეყნებსაც. გამოფენაზე საქართველოს ტურიზმის ადმინისტრაცია მესამე წელია რაც აქტიურად მონაწილეობს.

წელს, ერთიან საპრეზენტაციო სტენდზე წარდგენილია 9 კომპანია და ორგანიზაცია: აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი, შპს "აჭარა-ტური", Georgia in Contact, Caucasus Travel, World Express, Georgian Travel Group, Voyage Tours, APG, Iberia Tours Plus.

„აღსანიშნავია, რომ გამოფენას ესწრება 80 000 მდე ვიზიტორი, ხოლო ღონისძიებაზე მონაწილეობს 22 500 ტურიზმის პროფესიონალი 86 ქვეყნიდან. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ფინეთიდან შემოსული ვიზიტორების რაოდენობა 12 თვის მონაცემებით გაზრდილია 17.7 %-ით წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა