საგაზაფხულო სესიის გახსნის შემდეგ, „მინისტრის საათის“ ფორმატში, პირველს ჯანდაცვის მინისტრს ეკატერინე ტიკარაძეს მოუსმენენ

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, საგაზაფხულო სესიის გახსნის შემდეგ „მინისტრის საათის“ ფორმატში პირველს ჯანდაცვის მინისტრს ეკატერინე ტიკარაძეს მოუსმენენ.

ამის შესახებ თალაკვაძემ ბიუროს სხდომაზე განაცხადა.

თალაკვაძემ განმარტა, თუ რატომ ვერ მოუსმინეს მინისტრს საშემოდგომო სესიაზე და განაცხადა, რომ ეკა ტიკარაძე მზად არის პლენარულ სხდომაზე დეპუტატების კითხვებს უპასუხოს.

„მინდა საზოგადოებას შევახსენო, რომ 2019 წლის განმავლობაში საქართველოს პარლამენტმა 13-ჯერ მოუსმინა მინისტრებს მხოლოდ პლენარულ სხდომაზე „მინისტრის საათის“ ფორმატში. გარდა ამისა, ისინი იყვნენ წარმოდგენილი კომიტეტებზე სხვადასხვა ფორმატებში და ვფიქრობ, რომ საერთო ჯამში, 2019 წელს, იმის გათვალისწინებით, რომ სწორედ ამ წელს მივიღეთ ახალი რეგლამენტი, საკმაოდ აქტიური იყო პარლამენტი ზედამხედველობის თვალსაზრისით. საშემოდგომო სესიის ბოლო სხდომაზე „მინისტრის საათის“ ფორმატში ეკა ტიკარაძე იყო პარლამენტში მოსული, მან დაადასტურა მზადყოფნა, ეპასუხა კითხვებისთვის, თუმცა, იქედან გამომდინარე, რომ სესია იხურებოდა და სამწუხაროდ, ვერ შევძელით მინისტრის მოსმენა ჩაგვეტარებინა ბოლო სხდომაზე, შესაბამისად, „მინისტრის საათის“ ფორმატში ჯანდაცვის მინისტრი წარსდგება უკვე საპარლამენტო ზედამხედველობის რეგულარული კალენდრით, როდესაც რიგითი საპარლამენტო სესია დაიწყება 4 თებერვალს. ამ პირობაზე და ამ სიტყვებზე, რა თქმა უნდა, ჩვენ ვიღებთ პასუხისმგებლობას. საპარლამენტო ზედამხედველობის დაწყებისთანავე, ის იქნება ერთ-ერთი, ვინც პირველი წარსდგება პლენარული სხდომის წინაშე. მთავრობასა და პარლამენტს შორის ასეთი სიტყვიერი მოლაპარაკება არსებობს“, - განაცხადა თალაკვაძემ.

ამასთან, პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ ჯანდაცვის სექტორი არის ერთ-ერთი რთული და საპასუხისმგებლო სექტორი როგორც საბიუჯეტო, ასევე ოპერირების და მართვის თვალსაზრისით.

„ჯანდაცვის საპარლამეტო კომიტეტი მუშაობს ამ საკითხებზე, იყო რამდენიმე შეხვედრა და თუ არის დამატებითი საჭიროება, თუ არის კითხვები, რომ მანამდე უნდა იყოს დაზუსტებული, რა თქმა უნდა, კომიტეტი ამისთვის მზად იქნება“, - განაცხადა თალაკვაძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა