სერგო რატიანი - ნიკა მელიასთვის უფლებამოსილების ჩამორთმევა ქართული პარლამენტარიზმის ისტორიაში შავი ლაქაა

ნიკა მელიასთვის უფლებამოსილების ჩამორთმევა ქართული პარლამენტარიზმის ისტორიაში შავი ლაქაა, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, სერგო რატიანმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისი თქმით, იმედი აქვს, რომ „ამ ფორმალურ პროცედურას უმრავლესობა დაძლევს და აქაც არ შეირცხვენენ თავს.“

„მათ საკუთარ თავს მიაყენეს შეურაცხყოფა როდესაც ამას აკეთებდნენ, განსხვავებული მოსაზრების ადამიანს, რომელიც განსაკუთრებულად არ მოსწონდათ და მათ გემოვნებაში არ ჯდებოდა, შეუწყვიტეს უფლებამოსილება. ეს ანტიკონსტიტუციური ქმედებაა და თავისთავად იმსახურებს უკიდურესად მძიმე შეფასებას. რაც შეეხება დღევანდელ დღეს და ადგილმონაცვლეს, იმედი მაქვს, რომ ამ ფორმალურ პროცედურას უმრავლესობა დაძლევს და აქაც არ შეირცხვენენ თავს. ჩვენ ბოიკოტს ვუცხადებთ პარლამენტის სხდომებს და ეს არის ფორმალური პროცედურა,“ - განაცხადა სერგი რატიანმა.

რიგგარეშე პლენარულ სხდომაზე, დღეს, ნიკა მელიას ადგილმონაცვლის, ბადრი ბასიშვილის უფლებამოსილების ცნობაზე იმსჯელებენ. სხდომას არც „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები დაესწრებიან.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა