ოკუპირებული აფხაზეთის "საგარეო უწყება" გაკვირვებას გამოხატავს „პირდაპირი დიალოგის დასაწყებად საქართველოს ხელისუფლების მოულოდნელი მზადყოფნის შესახებ ინფორმაციით“

არ შეგვიძლია არ აღვნიშნოთ ის გაკვირვება, რომელიც აფხაზურ მხარესთან პირდაპირი დიალოგის დასაწყებად საქართველოს ხელისუფლების მოულოდნელი მზადყოფნის შესახებ ინფორმაციამ გამოიწვია, - ამის შესახებ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია აღნიშნული.

„ჩვენი მხრივ მხარს ვუჭერთ მოლაპარაკებების ორმხრივი ფორმატის განახლების შესაძლებლობას, რაც მოიცავს აფხაზეთის რესპუბლიკის იზოლაციის პრობლემების, რეგიონული უსაფრთხოების, ეკოლოგიისა და სხვა საკითხების განხილვას, რომელიც პირდაპირ კავშირშია ჰუმანიტარულ თანაშრომლობასთან. ამავე დროს გასაკუთრებით აღვნიშნავთ, რომ ჩვენი სახელმწიფოს პოლიტიკური სტატუსის თემა, რომელიც ემყარება აფხაზი ხალხის სურვილს და ასახულია აფხაზეთის რესპუბლიკის კონსტიტუციაში, არ წარმოადგენს განხილვის საკითხს“, - ნათქვამია განცხადებაში.

ე.წ. საგარეო უწყება ასევე აღნიშნავს, რომ „ორ სახელმწიფოს შორის ურთიერთობების ნორმალიზების პროცესი და სოხუმსა და თბილისს შორის დიალოგის სხვა პლატფორმების განხილვა შესაძლებელი გახდება მხოლოდ დოკუმენტის ხელმოწერის შემდეგ, რაც იურიდიულად მხარეებს ძალის გამოუყენებლობის ვალდებულებას აკისრებს“.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა