ზურაბ ჯაფარიძის განცხადებით, სასამართლოს გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს

“გირჩის” ლიდერის ზურაბ გირჩი ჯაფარიძის განცხადებით, იგი სასამართლოს მიერ დაკისრებული ჯარიმის გადახდას არ აპირებს.

ჯაფარიძის თქმით, ის აპირებს აღნიშნული გადაწყვეტილება გაასაჩივროს.

“ყალბი ჩვენებები იყო პოლიციელების მხრიდან, გაყალბებული იყო თვითონ პატაკი. 13 კაცზე ერთი და იგივე პატაკია დაწერილი, ჩემს შემთხვევაში და ჩვენი მმართველი საბჭოს წევრის, იმედა კლდიაშვილის შემთხვევაში, პატაკის მხოლოდ პირველი გვერდი იყო გამოცვლილი. მოვისმინეთ ბევრი ტყუილი პოლიციელების მხრიდან და როდესაც მოსამართლე გასული იყო გადაწყვეტილების მისაღებად და პოლიციელებს ველაპარაკებოდით, აღიარეს რომ იტყუებოდნენ. ჩემს შემთხვევაში, საერთოდ გაუგებარია რატომ დამაკისრეს ჯარიმა, საერთოდ არ დამიმტკიცდა ის, რაზეც საუბარი იყო იმიტომ, რომ დაავიწყდათ სამართალდამრღვევ ოქმში იმის ჩაწერა, რომ მონაწილეობას ვიღებდი პიკეტირებაში და ამიტომ, საერთოდ დანაშაული არ მქონდა ჩადენილი. დანაშაული არ ჩამიდენია, მეტაკნენ და მაკავებდნენ და ამიტომ გავუწიე წინააღმდეგობა და რატომ გაგვიწიეო”,- განაცხადა ჯაფარიძემ.

შეგახსენებთ, “გირჩის” ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე და “გირჩის” ბორდის წევრი იმედა კლდიაშვილი სასამართლომ 18 ნოემბრის აქციის დაშლისას ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევებად სცნო და სახდელის სახედ 2000-2000 ლარიანი ჯარიმა დააკისრა.

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
IPS-ის ორგანიზებით თბილისში ევროპული ბრენდის - URSA-ს ხმის და თბოიზოლაციის მასალების პრეზენტაცია გაიმართება
ვრცელდება თუ არა თქვენს ავტომობილზე Toyota 10/Lexus 10-ის გარანტია?
ADB-მ და Mastercard-მა ფინანსური ინკლუზიისა და ციფრული ინოვაციების გასაუმჯობესებლად ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი