პარიზის დემონსტრაციების გამო, ლუვრის მუზეუმი დროებით დაიხურა

პარიზში გამართული დემონსტრაციების გამო, ლუვრის მუზეუმი დროებით დაიხურა. ამ ინფორმაციას „როიტერსი“ ავრცელებს. გამოცემის ცნობით, ათასობით დემონსტრანტმა მუზეუმის შესასვლელი დაბლოკა, რის გამოც მუზეუმის ადმინისტრაცია იძულებული გახდა, ლუვრის მუზეუმი დროებით დაეხურათ.

შეგახსენებთ, რომ საფრანგეთში საპენსიო რეფორმის გამო, საპროტესტო აქციები 2 თვის წინ დაიწყო. საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის ინიციატივით, საპენსიო ასაკი 62-დან 64-მდე უნდა გაიზარდოს. ამასთანავე ის დასაქმებულები, რომლებსაც ჯანმრთელობისათვის საზიანო სამსახური აქვთ პენსიაზე გასვლას დროზე ადრე ვეღარ შეძლებენ. აქციების დროს პარიზსა და საფრანგეთის სხვა ქალაქებში არაერთი შეტაკება მოხდა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა