რუსული მედიის ინფორმაციით, ანგელა მერკელი მიშუსტინს პრემიერის პოსტზე დანიშვნას ულოცავს და ორი ქვეყნის ურთიერთობების გაღრმავების იმედს გამოთქვამს

რუსული მედიის ინფორმაციით, გერმანიის კანცლერმა, ანგელა მერკელმა მიხეილ მიშუსტინს რუსეთის პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა.

„ჩვენს ქვეყნებს შორის პერსონალური, კულტურული, ეკონომიკური და პოლიტიკური კავშირები ისტორიაშია ჩანერგილი და ისინი ჩვენი ორმხრივი ურთიერთობების ბაზისს წარმოადგენენ“,-ამის შესახებ, რუსული „ტასის“ ინფორმაციით, მერკელმა განაცხადა.

გამოცემის ცნობით, კანცლერის განცხადებაში ასევე წერია, რომ „გერმანიას რუსეთთან ურთიერთობების გაღრმავება სურს“ და იმედს გამოთქვამს, რომ მიშუსტინის მთავრობის პირობებში ამ მიზნის მიღწევა შესაძლებელი გახდება.

ცნობისთვის, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა მთავრობის მეთაურად მიშუსტინის დანიშვნის გადაწყვეტილებას 16 იანვარს მოაწერა ხელი.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა