სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის სამეთაურო-საშტაბო კოლეჯის მსმენელები ეწვივნენ

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლებმა საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის სამეთაურო-საშტაბო კოლეჯის მსმენელებთან საინფორმაციო შეხვედრა გამართეს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან აცნობეს.

მათივე ცნობით, შესაბამისი დანაყოფების წარმომადგენლები მსმენელებს უწყების საქმიანობის ძირითად მიმართულებებსა და პრიორიტეტებზე ესაუბრნენ.

„განსახილველ საკითხებს შორის იყო საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული უსაფრთხოების ვითარება, სახელმწიფო საიდუმლოების დაცვის საკითხები, ასევე ანტიტერორისტული და ანტიკორუფციული მიმართულებით უწყების მიერ გაწეული საქმიანობა. შეხვედრის დასასრულს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლებმა მსმენელების მიერ დასმულ კითხვებს უპასუხეს“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა