მეუფე გრიგოლი სინოდზე - რამდენადაც ჩემთვის ცნობილია პატრიარქმა ბრძანა, რომ ხშირად უნდა შევიკრიბოთ და რა უშლის ხელს შეკრებას, ვერ გეტყვით

რამდენადაც ჩემთვის ცნობილია პატრიარქმა ბრძანა, რომ საერთოდ ორჯერ კი არა, უფრო მეტად, ხშირად უნდა შევიკრიბოთო და რა უშლის ხელს ამ შეკრებას, ვერ გეტყვით, - ამის შესახებ ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა, მეუფე გრიგოლმა ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც უპასუხა კითხვას, თუ რატომ არ შეიკრიბა წმინდა სინოდი დეკემბერში.

,,მე ვიცი, რომ უნდა შეკრებილიყო წმინდა სინოდი და თუ რატომ არ შეიკრიბა, ამ კითხვაზე ვერ გიპასუხებთ, თუმცა ვწუხვარ, რომ არ შეიკრიბა. ჩვენ ვიცით, რომ სულ ცოტა წელიწადში ორჯერ მაინც უნდა შეიკრიბოს და რამდენადაც ჩემთვის ცნობილია პატრიარქმა ბრძანა, რომ საერთოდ ორჯერ კი არა, უფრო მეტად, ხშირად უნდა შევიკრიბოთო და რა უშლის ხელს ამ შეკრებას, ვერ გეტყვით“,- აღნიშნა მეუფე გრიგოლმა.

კითხვაზე, დააყენებს, თუ არა სინოდის სხდომაზე დეკანოზ გიორგი მამალაძის შუამდგომლობის საკითხს, მეუფემ განაცხადა, რომ დღის წესრიგს თითონ არ ადგენს.

,,დღის წესრიგს მე არ ვადგენ და როგორც ნებისმიერი მღვდელმთავარი, ვეცდებით შესაძლებლობების ფარგლებში დავაყენოთ ყველა ის სკითხი, რაც მიგვაჩნია, რომ აქტუალურია. რა თქმა უნდა, ერთ-ერთი აქტუალური საკითხი სწორედ ეს არის“, - აღნიშნა მეუფე გრიგოლმა.

დღეს, ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა, მეუფე გრიგოლმა ბრწყინვალე აღდგომის საკათედრო ტაძარში ნათლისღების დღესასწაულთან დაკავშირებული ლოცვა აღავლინა. წირვის დასრულების შემდეგ კი მან ტაძრის ეზოში არსებულ ახალ ემბაზში წყალი აკურთხა.

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
IPS-ის ორგანიზებით თბილისში ევროპული ბრენდის - URSA-ს ხმის და თბოიზოლაციის მასალების პრეზენტაცია გაიმართება
ვრცელდება თუ არა თქვენს ავტომობილზე Toyota 10/Lexus 10-ის გარანტია?
ADB-მ და Mastercard-მა ფინანსური ინკლუზიისა და ციფრული ინოვაციების გასაუმჯობესებლად ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი