მამუკა ხაზარაძე - ამერიკელი კონგრესმენის შეფასება ნათლად მიანიშნებს, რომ დღევანდელი ხელისუფლება ჩრდილოეთ ვექტორზე არის ორიენტირებული

ამერიკელი კონგრესმენის, მარკუეინ მალინის შეფასება ეჭვქვეშ აყენებს იმ ეკონომიკურ ურთიერთობებს, რომელიც ჩამოყალიბდა ჩვენს ქვეყნებს შორის და ნათლად მიანიშნებს, რომ ქვეყანა, დღევანდელი ხელისუფლება "ოცნების" ხელმძღვანელობით, არის ჩრდილოეთ ვექტორზე ორიენტირებული, - ამის შესახებ პოლიტიკური გაერთიანება "ლელო საქართველოსთვის" ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ განაცხადა.

ხაზარაძის შეფასებით, ამერიკელი კონგრესმენების მიერ, ბოლო დროს გაკეთებული განცხადებები, "პრაქტიკულად ეჭვქვეშ აყენებს იმ სტრატეგიულ ურთიერთობას, რომელიც ბოლო 30 წლის განმავლობაში, ძალიან დიდი შრომის და ენერგიის შედეგად ჩამოყალიბდა ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის".

"ამერიკელი კონგრესმენის, მარკუეინ მალინის განცხადებაში, ძალიან მკაფიოდ და მკაცრად არის გაკრიტიკებული ის პოლიტიკა, რომელსაც დღეს ჩვენი ხელისუფლება ეწევა დასავლელი და კერძოდ, ამერიკელი პარტნიორების და სახელმწიფოს მიმართ. პრაქტიკულად, ამ განცხადებით დადასტურდა ეს. მოგახსენებთ, რომ ეს არის უკვე კონგრესმენების მეორე განცხადება ბოლო 1 თვის განმავლობაში იმ მოვლენებთან დაკავშირებით, რაც საქართველოში მიმდინარეობს და ეს პრაქტიკულად ეჭვქვეშ აყენებს იმ სტრატეგიულ ურთიერთობას, რომელიც ბოლო 30 წლის განმავლობაში, ძალიან დიდი შრომის და ენერგიის შედეგად ჩამოყალიბდა ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის. ეს შეფასება ეჭვქვეშ აყენებს იმ ეკონომიკურ ურთიერთობებს, რომელიც ჩამოყალიბდა ჩვენს ქვეყნებს შორის და ნათლად მიანიშნებს, რომ ქვეყანა, დღევანდელი ხელისუფლება, "ოცნების" ხელმძღვანელობით, არის ორიენტირებული ჩრდილოეთ ვექტორზე. ამ განცხადებაში ნათლად არის ნათქვამი და პირდაპირ არის ხაზგასმული, რომ დღევანდელმა ხელისუფლებამ შეწყვიტოს მტრული დამოკიდებულება ამერიკული კომპანიების მიმართ. აქვე არის აღნიშნული, რომ ჩვენ ქვეყანაში, განგრძობადი გადახვევა მიმდინარეობდა დემოკრატიული ღირებულებებისაგან და ჩვენ მომსწრეები ვართ იმისა, თუ როგორ მიითვისა ერთმა ადამიანმა ჩვენს ქვეყანაში თითქმის ყველა დემოკრატიული ინსტიტუტი და მართავს მას თავისი სურვილისამებრ და არა იმ განწყობით, რასაც სახელმწიფოს მშენებლობა და სახელმწიფოს მართვა ჰქვია", - განაცხადა ხაზარაძემ.

მამუკა ხაზარაძე კონგრესმენის წერილის იმ ნაწილზეც გააკეთა კომენტარი,სადაც ფეისბუქის ყალბ ანგარიშებზე არის საუბარი.

„ფეისბუქმა“ დახურა ის ყველა გვერდი, რომელიც პირდაპირ იყო ასოცირებული „ოცნების“ მმართველობასთან და ეს იყო მათთან ასოცირებული გვერდები, რომლებიც დისკრედიტაციას უწევდნენ ოპოზიციურად განწყობილ პარტიებს თუ პირებს. ძალიან მნიშვნელოვანია და ხაზგასმულია, რომ ეს არის მიზანმიმართული, დაგეგმილი სპეცოპერაცია. თავიდან დაიწყო „თიბისი ბანკის“ მიმართ, ჩემს და ბადრი ჯაფარიძის მიმართ, შემდგომ ანაკლიის პროექტის მიმართ და სწორედ ანაკლიის გაჩერება და იმ ამერიკელი პარტნიორების მიმართ ის მტრული დამოკიდებულება, რომლებიც ჩვენი პარტნიორები არიან და რომლებმაც ძალიან დიდი სურვილით, გამბედაობით ინვესტიცია განახორციელეს, სადაც 4 კილომეტრში რუსეთის ჯარი დგას, აი სწორედ მათ მიმართ დამოკიდებულებაზეა ასევე ხაზგასმული ეს განცხადება“, - განაცხადა ხაზარაძემ.

ცნობისთვის, რესპუბლიკელმა კონგრესმენმა მარკუეინ მალინმა პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ღია წერილით მიმართა, სადაც საქართველოს ხელისუფლებას აკრიტიკებს.

განგაშის ზარი ხელისუფლებისთვის - ოპოზიცია ამერიკელი კონგრესმენის ღია წერილს აფასებს

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა