პრინცი ჰარი - ვწუხვარ, რომ ასე გამოვიდა, მაგრამ სხვა გზა არ იყო

მინდა სიმართლე მოისმინოთ ჩემგან, არა როგორც პრინცისგან ან ჰერცოგისგან, არამედ როგორც ჰარისგან: ვწუხვარ, რომ ასე გამოვიდა, მაგრამ სხვა გზა არ იყო, - ამის შესახებ პრინცმა ჰარიმ სამეფო ტიტულზე უარის თქმის შესახებ კომენტირებისას განაცხადა.

სასექსის ჰერცოგის თქმით, მას და მის მეუღლე მეგანს სურდათ, დედოფლის სამსახურში დარჩენილიყვნენ ისე, რომ სახელმწიფოსგან დაფინანსება არ მიეღოთ, თუმცა ეს „შეუძლებელი“ იყო, რის გამოც, წყვილი იძულებული გახდა, სამეფო ტიტულზე უარი ეთქვა.

„გაერთიანებული სამეფო ჩემი სახლი და ის ადგილია, რომელიც მიყვარს და ეს არასდროს შეიცვლება. ბებიაჩემის, ჩემი მხედართმთავრის მიმართ ყოველთვის უაღრესად დიდი პატივისცემა მექნება,“- განაცხადა პრინცმა ჰარიმ.

მისივე თქმით გადაწყვეტილება, რომელიც მიიღო, იოლი არ ყოფილა.

„გადაწყვეტილება, რომელიც ჩემი მეუღლისა და ჩემს გამო მივიღე, იოლი არ ყოფილა. ეს იყო რამდენიმე წლიანი გამოწვევის შემდეგ, რამდენიმე თვიანი საუბრების შედეგად მიღებული გადაწყვეტილება. ვიცი, ყოველთვის მართალი არ ვარ, მაგრამ ამ შემთხვევაში სხვა გზა ნამდვილად არ იყო,“- განაცხადა ჰარიმ.

პრინცმა აღნიშნული კომენტარი ლონდონში, საქველმოქმედო ორგანიზაცია Sentebale-თვის თანხის შეგროვების მიზნით გამართულ მიღებაზე გააკეთა, რომლის ერთ-ერთი დამფუძნებელი თავადაც არის და რომელიც სამხრეთ აფრიკაში მცხოვრებ შიდსით დაავადებულ ბავშვებს ეხმარება.

გუშინ, ბუკინგემის სასახლემ გაავრცელა განცხადება, სადაც აღნიშნულია, რომ პრინცი ჰარი და მეგან მარკლი „მისი სამეფო უმაღლესობის“ ტიტულით აღარ ისარგებლებენ, სახელმწიფო სახსრებს აღარ მიიღებენ და დედოფალს ოფიციალურად აღარ წარმოადგენენ.

იხილეთ ვიდეო: პრინცი ჰარი - ვწუხვარ, რომ ასე გამოვიდა, მაგრამ სხვა გზა არ იყო

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა