სასტუმრო „რედისონთან“, „გაბედეს" აქტივისტებსა და საკრებულოს დეპუტატ ირაკლი ზარქუას შორის შელაპარაკება მოხდა

სასტუმრო „რედისონთან“, სადაც „გაბედეს" აქტივისტები აქციას მართავენ, საკრებულოს დეპუტატ ირაკლი ზარქუასა და „გაბედეს" წევრებს შორის შელაპარაკება მოხდა. როდესაც ირაკლი ზარქუა „რედისონიდან" გამოდიოდა, „გაბედეს“ აქტივისტებმა საკრებულოს დეპუტატს კითხვით მიმართეს, „ყვავის თუ არა დემოკრატია საქართველოში“, რაზეც ზარქუამ ერთ-ერთ აქტივისტს, ბექა ნათელაშვილს მიმართა, „გაბედე მამაშენს უთხარი“. „მამაშენს ჰკითხე, 1990-იანი წლებიდან როგორ აიშენა სამსართულიანი სახლი, როცა ბიზნესში არ ყოფილა“, - აღნიშნა ზარქუამ.

დაპირისპირებულ მხარეებს შორის სიტუაცია პოლიციის ჩარევით განიმუხტა.

ცნობისთვის, „რედისონში" ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის ანგარიშის პრეზენტაცია მიმდინარეობს.

იხილეთ ვიდეო

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა