„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“ - ხელისუფლების მხრიდან სამოქალაქო აქტივისტების მიმართ ძალა შერჩევითად, არაპროპორციულად და დაუსაბუთებლად გამოიყენება

არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ სასამართლო პროცესებზე დაკვირვების შედეგად აცხადებს, რომ ხელისუფლების მხრიდან სამოქალაქო აქტივისტების მიმართ ძალა შერჩევითად, არაპროპორციულად და დაუსაბუთებლად გამოიყენება.

როგორც ორგანიზაციის დასკვნაშია აღნიშნული, პარლამენტთან 20-21 ივნისს დაკავებულების მიმართ სასამართლომ სათანადო მტკიცებულებებისა და დასაბუთების გარეშე გამოიყენა სოლიდური ჯარიმები და ადმინისტრაციული პატიმრობა.

ამასთან, „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ მიიჩნევს, რომ სასამართლო გადაწყვეტილებებს ძირითადად, მხოლოდ პოლიციელის ჩვენების საფუძველზე იღებს.

„ხელისუფლების მხრიდან სამოქალაქო აქტივისტების მიმართ ძალა შერჩევითად, არაპროპორციულად და დაუსაბუთებლად გამოიყენება. 20-21 ივნისს დაკავებულების მიმართ, სასამართლომ სათანადო დასაბუთებისა და მტკიცებულებების გარეშე, სამართლიანი სასამართლოს უფლების უგულებელყოფით, ადმინისტრაციული პატიმრობა და სოლიდური ოდენობის ჯარიმები გამოიყენა. იგივე პრაქტიკა გაგრძელდა შემდგომი აქციების დროს დაკავებული პირების მიმართ.

არასამთავრობო ორგანიზაციები ყურადღებით აკვირდებიან 20 ივნისის მოვლენების შემდეგ სამოქალაქო აქტივისტების მიერ გამართული აქციების მიმდინარეობას და მათ მიმართ გამოყენებული ძალისა და შეფარდებული სანქციების არამართლზომიერებაზე საუბრობენ.

პროცესების დაკვირვებამ აჩვენა, რომ პოლიციის მხრიდან დაკავებულებისათვის არ ხდება იმ მინიმალური უფლებების განმარტებაც კი, რომელსაც საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი ითვალისწინებს. გარდა ამისა, სასამართლო სხდომის მიმდინარეობისას, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები ვერ წარადგენენ მტკიცებულებებს, რომელიც დაასაბუთებდა დაკავების კანონიერებას.

ძირითადად, გადაწყვეტილების მიღება მხოლოდ პოლიციელის ჩვენების საფუძველზე ხდება. იმ შემთხვევებშიც კი, როდესაც შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებმა მტკიცებულებებად ვიდეო მასალები წარადგინეს, ძირითადად, მათზე დაკავებულების მხრიდან სამართალდარღვევის ფაქტი არ იყო აღბეჭდილი.

აღნიშნული გარემოებების მიუხედავად, სამოქალაქო აქტივისტების მიმართ, როგორც წესი, ადმინისტრაციული პატიმრობა ან უმრავლეს შემთხვევაში ჯარიმა გამოიყენება. ჯარიმის ოდენობა, ძირითადად, 1000 ლარიდან 2500 ლარამდე მერყეობს.

ვენეციის კომისიისა და ეუთო/ოდირის მოსაზრებით არაპროპორციულმა სანქციამ, მათ შორის მკაცრმა ჯარიმამ, შესაძლოა დაარღვიოს შეკრების თავისუფლების უფლება და ჰქონდეს მსუსხავი ეფექტი, რომელიც მომავალში შეკრებასა და მანიფესტაციებში მონაწილეობის მსურველ პირს უბიძგებს თავი შეიკავოს პროტესტის გამოხატვისაგან. ამასთანავე, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ არაერთხელ განმარტა, რომ არასათანადოდ მკაცრი სანქციის გამოყენებამ, შესაძლოა, მსუსხავი ეფექტის საფრთხე გააჩინოს.

საქართველოში არსებული ეკონომიკური მდგომარეობისა და იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ მიმდინარე აქციებში მონაწილე დემონსტრანტები ხშირად უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტები არიან, შესაძლოა მივიჩნიოთ, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება დემონსტრანტებს მძიმე ფინანსურ ტვირთად აწვება. იმ პირობებში, როცა სამართალდარღვევის ფაქტი კონკრეტული მტკიცებულებებით ვერ დასტურდება, სასამართლოს მხრიდან მსგავსი სანქციების განსაზღვრა, შესაძლოა მიუთითებდეს ხელისუფლების სურვილზე, რომ ჯარიმის გამოყენებას მოჰყვეს მსუსხავი ეფექტი, რათა დასუსტდეს საპროტესტო მოძრაობა და მომავალში საზოგადოების კრიტიკულად განწყობილმა ნაწილმა თავი შეიკავოს შეკრებისა და მანიფესტაციის უფლებით სარგებლობისგან”, - ნათქვამია „საერთაოშირსო გამჭირვალობა - საქართველოს“ დასკვნაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა