სემეკში ISO 9001:2015 საერთაშორისო სტანდარტის შესაბამისი ხარისხის მართვის სისტემა ინერგება

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია (სემეკ) ISO 9001:2015 საერთაშორისო სტანდარტის შესაბამისად ხარისხის მართვის სისტემის შემუშავებასა და დანერგვას იწყებს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ სემეკიდან აცნობეს, კომისიაში ჩატარდება კონსალტინგური სამუშაოები და განხორციელდება სასერტიფიკაციო აუდიტის ორგანიზება.

„სემეკში ISO 9001:2015 საერთაშორისო სტანდარტის შესაბამისად ხარისხის მართვის სისტემის დანერგვა მიმდინარე წლიდან დაიწყება, რაც გულისხმობს იმას, რომ კომისიაში განხორცილებული საქმიანობის ხარისხი სრულ შესაბამისობაში იქნება საერთაშორისო მოთხოვნებთან.

საქმიანობის ხარისხის მართვის საკონტროლო აუდიტს სემეკი ყოველწლიურად განახორციელებს“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა