გიგა ბოკერია განათლებისა და კულტურის სამინისტროების გაყოფაზე - როგორც წესი, "ქართული ოცნება" ჯერ მოქმედებს და მერე ფიქრობს

"როგორც წესი, "ქართული ოცნება" ჯერ მოქმედებს და მერე ფიქრობს ხოლმე", - ასე შეაფასა "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგა ბოკერიამ განათლებისა და კულტურის სამინისტროების კვლავ გაყოფასთან დაკავშირებული ინფორმაცია.

მისივე შეფასებით, უმრავლესობას "აქვს მსოფლმხედველობა, რომ არიან ვითომ მშობლები, სინამდვილეში კი ცუდი ძიძები არიან", რადგან განათლების და კულტურის სამინისტროს გაყოფამდე, ხარჯები შემცირების ნაცვლად, გაზარდეს.

„როგორც წესი, "ქართული ოცნება" ჯერ მოქმედებს და მერე ფიქრობს ხოლმე. ეს ერთი. მეორე, ხარჯები მაინც არ შეუმცირებიათ იქამდე. უბრალოდ, ეს გაფორმებაა იმისი, როგორი სიცრუე იყო ეს მცირე მთავრობა, რადგან ყველამ ვიცით, რომ ისინი ხარჯებს ზრდიან და აქვთ მსოფლმხედველობა, რომ ისინი არიან ვითომ მშობლები, სინამდვილეში ცუდი ძიძები არიან. უნდათ, რომ ხალხის ბევრი ფული წაიღონ და მერე თვითონ ხარჯონ, რაც იხარჯება კორუფციაზე ან მავნებლურ ინიციატივებზე იმის ნაცვლად, რომ თავისუფლება მისცენ ადამიანებს, რომ თავისი მოპოვებული შრომით ჯიბეში რა ფულიც აქვთ, თვითონ გადაწყვიტონ საკუთარი ცხოვრება", - განაცხადა ბოკერიამ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა