„ანას ბაღის” ტერიტორიაზე დაპირისპირების შედეგად დაშავებული მომხდარის შესახებ საუბრობს

დღევანდელი სისხლი არის მერიის კისერზე, - ამის შესახებ „ანას ბაღის” ტერიტორიაზე მომხდარი დაპირისპირების შედეგად საავადმყოფოში გადაყვანილმა მოქალაქემ, მამუკა დარისპანაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, „მერიის ასეთმა დამოკიდებულებამ მიიყვანა ხალხი და მშენებლები ასეთ დაპირისპირებამდე”.

„დღევანდელი აღვირახსნილობა განპირობებულია გუშინდელი ჩვენი აქციით, სადაც დემონსტრაციულად გამოვაცხადეთ პეტიცია და ამასთან დაკავშირებით დავდგით კარავი. დღეს მოვიდნენ ისევ „გისსონის” დაცვის წევრები, რომლებიც ქალებს ათრევდნენ და ძალადობდნენ ფიზიკურად და არცაა გასაკვირი, რომ ჩვენზეც ხელი აიღეს. „გისსონის” წევრებმა დამიჭირეს, ხელი გადამიგრიხეს. ამ დროს ვიღაცის მუხლი თუ ხელი მომხვდა ცხვირში და დავარდი ძირს. ყველაფერზე მიდიან, ოღონდ ეს შენობა აშენდეს. მე ასეთი რამე არ გამიგია. მზად არიან კაცი მოკლან. ორი დღის წინ ჩემს მეგობარს კლავდნენ, ახრჩობდნენ. ადამიანს გული წაუვიდა, ძლივს მოვასულიერეთ“, - განაცხადა მამუკა დარისპანიშვილმა.

ცნობისთვის, „ანას ბაღის“ ტერიტორიაზე მოსახლეობასა და დაცვის სამსახურის „გისსონი“ თანამშრომლებს შორის დაპირისპირება მოხდა.

ადგილობრივების განცხადებით, კარავი, სადაც პეტიციისთვის ხელმოწერებს აგროვებდნენ, „გისსონის“ თანამშრომლებმა დაარბიეს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა