ზურაბ ჭიაბერაშვილი - მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობა ისევ სერიოზულ პრობლემად რჩება

საყოველთაო გაჭირვებასა და უმუშევრობაში, როდესაც ფასების გაძვირების გამო საარსებო მინიმუმი მუდმივად იზრდება, ოჯახების შემოსავალი კი არ იმატებს, აუცილებელი იყო, მთავრობას ქმედითი ნაბიჯები გადაედგა და საზოგადოების ყველაზე დაუცველი ასიათასობით მოქალაქეს მედიკამენტების პროგრამით დახმარებოდა, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს” წევრმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა განახადა.

ჭიაბერაშვილმა მედიკამენტების ფასებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ 2019 წლის აგვისტოდან მოყოლებული იკლებს მედიკამენტების პროგრამის მოსარგებლედ დარეგისტრირებულთა რაოდენობა იმ დროს, „როდესაც წამლის ყიდვა ამ ქვეყანაში ერთ-ერთი სერიოზული პრობლემაა”.

ჭიაბერაშვილის განცხადებით, 2019 წლის 11 თვის მონაცემებით, მედიკამენტების პროგრამაზე გამოყოფილი 14 მილიონი ლარიდან ჯანდაცვის სამინისტროს მხოლოდ 7 მლნ ლარი ჰქონდა ათვისებული.

„2019 წლის აგვისტომდე ყოველთვიურად პროგრამაში 4 ათასამდე ახალი მოსარგებლე რეგისტრირდებოდა, რაც ძალიან დაბალი მაჩვენებელი იყო. 2019 წლის აგვისტოში ეს რიცხვი უცბად 26 ათასი გახდა, რამაც იმედი ჩაგვისახა, რომ პროგრამა მართლაც მასობრივი გახდებოდა. სამწუხაროდ, ნოემბერში ეს რიცხვი 6 ათასამდე დავიდა. გაუმართლებელია, როდესაც ბიუჯეტში თანხები აუთვისებელი რჩება, ათასობით ადამიანი კი ამ დროს წამალს ვერ ყიდულობს. იგივე პრობლემა იდგა 2017-2018 წლებშიც და ჯანდაცვის სამინისტრომ მესამე წელსაც ვერ მოახერხა, წამლის პროგრამა მოქალაქეთა დიდი ნაწილის დახმარების ინსტრუმენტად ექცია“,- განახადა მან.

ზურაბ ჭიაბერაშვილი ჯანდაცვის სამინისტროსგან განმარტებას მოითხოვს, რატომ იკლებს მედიკამენტების პროგრამაში ჩართულ მოსარგებლე პირთა რაოდენობა მაშინ, როდესაც ადამიანებს მასობრივად აწუხებთ წამალზე ხელმისაწვდომობა.

„საყოველთაო გაჭირვებასა და უმუშევრობაში, როდესაც ბოლო 7 წლის განმავლობაში წამლებზე ფასები საშუალოდ 60%-ითაა გაზრდილი, აუცილებელი იყო, მთავრობას ქმედითი ნაბიჯები გადაედგა და საზოგადოების ყველაზე დაუცველი ასიათასობით მოქალაქეს მედიკამენტების პროგრამით დახმარებოდა. სამწუხაროდ, მედიკამენტების პროგრამა ჯერ ისევ მიუწვდომელია ათიათასობით მოქალაქისთვის, რომელიც პროგრამის დაწყებას იმედით ელოდა“, - აღნიშნა ჭიაბერაშვილმა.

მისივე თქმით, გამოსავალია მედიკამენტის კომპონენტის დამატება საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაზე, ოღონდ ამისათვის საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის დიზაინი უნდა შეიცვალოს და მოხდეს მისი სწორი ადმინისტრირება. როგორც ჭიაბერაშვილმა აღნიშნა, ასეთ შემთხვევაში ათიათასობით გაჭირვებული მოქალაქეების ხელმისაწვდომობა წამლებზე გაიზრდება.

„მედიკამენტების გაძვირებამ ათიათასობით მოქალაქისთვის გააუარესა ჯანდაცვაზე ხელმისაწვდომობა. 2017 წელს მსოფლიო ბანკის კვლევამ აჩვენა, რომ გაიზარდა იმ ოჯახების რაოდენობა, რომელთაც ჯანდაცვაზე ფინანსურად დაუძლეველი, კატასტროფული დანახარჯი დაუდგათ. ეს ოჯახები ამას მედიკამენტებზე დახარჯული თანხების ზრდას უკავშირებენ”,- განცხადა ჭიაბერაშვილმა.

იხილეთ ვიდეო

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა