კახა კალაძე - ჩვენი პოლიტიკის ერთ-ერთი ნაწილია, კომფორტული საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილება და საკუთარ ავტომობილზე უარის თქმა

„ძალიან მალე, ჩვენ დავასრულებთ ყვითელი ავტობუსების პარკის ჩანაცვლებას, გვინდა დამატებით შემოვიყვანოთ ავტობუსები, რომ ქალაქში საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილება სწრაფი და კომფორტული იყოს“, -ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ ახალი ავტობუსების პრეზენტაციაზე განაცხადა.

მიისვე თქმით, ამას პარალელურად მოსდევს ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება. „ჩვენ ყოველთვის ვითვალისწინებთ ავტობუსების ზოლებს, რომ სწრაფად, შეუფერხებლად იყოს შესაძლებელი საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილება“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, დედაქალაქის მერია ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ თბილისში საზოგადოებრივი ტრანსპორტი ისეთი მოწესრიგებული და გამართული იყოს როგორც ევროპულ განვითარებულ ქალაქებშია.

„დღეს მნიშვნელოვანი დღეა იმ თვალსაზისით, რომ დედაქალაქს შეემატა ავტობუსების კიდევ ახალი პატია, 40 ერთეული, ISUZU-ს ტიპის 8 მეტრიანი ავტობუსები. კომფორტული საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილება, საკუთარ ავტომობილზე უარის თქმა ქალაქში მოძრაობაზე, ეს არის ჩვენი იმ პოლიტიკის ერთ-ერთი ნაწილი, რომელიც 2 წლის წინ დავაანონსეთ და წარვუდგინეთ საზოგადობას. მე არაერთხელ მითქვამს და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტი ჩვენს ქალაქში იყოს ისეთი მოწესრიგებული და გამართული, როგორც ევროპულ განვითარებულ ქალქებში და დედაქალაქებშია. ის, რასაც დღეს ჩვენ ვაკეთებთ, ყველა განვითარებულმა ევროპულმა ქალაქმა უკვე გაიარა ეს პერიოდი, განახორციელა ეს პროექტები და ჩვენც რაღაც განსხვავებულს ვერ მოვიფიქრებთ. ვაკეთებთ იმას, რაც დღეს ყველაზე მეტად სჭირდება ჩვენს თბილისს და თბილისელებს“, - განაცხადა კალაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა