Volvo Cars 5G საკომუნიკაციო ტექნოლოგიებს დანერგავს

Volvo Cars და კავშირგაბმულობის წამყვანი პროვაიდერი China Unicom ავტომობილებში შემდეგი თაობის - 5G მობილური ქსელის ტექნოლოგიის გამოყენებასთან დაკავშირებით ჩინეთში ერთობლივად იმუშავებენ, რათა გააუმჯობესონ ჩინეთის ინფრასტრუქტურა, -ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ კომპანია „თეგეტადან“ აცნობეს.

მათივე ცნობით, კომპანიები 5G-ს და ავტომობილის ყოვლისმომცველი ინოვაციური ტექნოლოგიის V2X-ის კვლევის, შემუშავების და მისი ავტოწარმოებაში გამოყენების შესახებ შეთანხმდნენ.

მობილური ქსელის ტექნოლოგიის მეხუთე თაობა 5G ბევრად სწრაფია, გააჩნია მონაცემთა უფრო მაღალი მოცულობა და გვთავაზობს რეაგირების გაცილებით ნაკლებ დროს, ვიდრე მისი წინამორბედი 4G, რაც ავტომობილებში უფრო მეტი აპლიკაციის გამოყენებას ხდის შესაძლებელს.

„Volvo Cars და China Unicom ავტომობილებსა და ინფრასტრუქტურას შორის კომუნიკაციისთვის იკვლევენ 5G ტექნოლოგიის სხვადასხვა აპლიკაციების ფართო სპექტრს და პოტენციურ გაუმჯობესებებს ისეთ სფეროებში ადგენენ, როგორებიცაა უსაფრთხოება, მდგრადობა, მომხმარებელთა კომფორტი და ავტონომიური მართვა. მაგალითისთვის, როდესაც ავტომობილისთვის ცნობილია მოძრაობასთან დაკავშირებული მოსალოდნელი დაბრკოლებები, როგორებიცაა სამუშაოები გზებზე, საცობი ან ავტოსაგზაო შემთხვევა, უპირატესი მოქმედება შესაძლოა იყოს სიჩქარის შენელება ან სხვა მარშრუტის არჩევა, რაც დაგვეხმარება უსაფრთხო მოძრაობის შენარჩუნებაში. ამავდროულად, თავიდან აგვარიდებს გაჩერება-დაძვრის რეჟიმში მოძრაობას და გააუმჯობესებს ენერგიის ეფექტურ მოხმარებას.

ტექნოლოგია ასევე მოიცავს ავტომობილის უნარს, მოძრაობის კამერების დახმარებით უფრო ადვილად იპოვოს ღია საპარკინგე ადგილები. ავტომობილებს ასევე შეეძლებათ კავშირი დაამყარონ შუქნიშნებთან, რათა განსაზღვრონ ოპტიმალური სიჩქარე და შექმნან ეგრეთწოდებული „მწვანე ტალღა“, ასევე დაამყარონ კავშირი ერთმანეთთან, რათა უსაფრთხოდ შევიდნენ და დატოვონ მაგისტრალები.

”ვოლვო“ მუდამ ლიდერი იყო ავტომობილების ურთიერთდაკავშირების პოტენციალის რეალიზებაში, რათა დაინერგოს ახალი ფუნქციები და სერვისები, როგორიცაა მოლიპული გზების ადგილმდებარეობების აღმოჩენა და ავტომობილებს შორის გაზიარება. 5G-სთან ერთად უმჯობესდება უკუკავშირის მაჩვენებლები, რაც ბევრად მეტ რეალური დროის მნიშვნელოვან სერვისს განავითარებს და დაეხმარება მძღოლს, რომ იყოს უფრო უსაფრთხოდ, ასევე ავტომობილის მართვა მისთვის გახდეს მოქნილი და სასიამოვნო. ჩვენ მოუთმენლად ველით ამ სერვისების განვითარებასთან დაკავშირებით China Unicom-თან თანამშრომლობის შედეგებს ჩინეთის ბაზარზე” , - განაცხადა Volvo Cars-ის ტექნიკურმა დირექტორმა ჰენრიკ გრინმა.

China Unicom-ის ჯგუფის ვიცე-პრეზიდენტის ლიანგ ბაოჯუნის განაცხადებით, როგორც ინოვაციების ლიდერი 5G სფეროში, China Unicom მოწოდებულია შექმნას ახალი საინფორმაციო ინფრასტრუქტურა და გადაწყვეტილებები მიიღოს ჭკვიანი ინტერნეტკავშირების სფეროში.

„5G მთლიანად შეძლებს ავტონომიური მართვის განვითარებას, გააუმჯობესებს უსაფრთხოებას და შექმნის ახალ გამოცდილებას - ხალხის, ავტომობილების, ქსელის და “ქლაუდის” ერთიერთქმედებების სისტემის დანერგვით. გვჯერა, რომ China Unicom და Volvo Cars წარმატებით ითანამშრომლებენ ერთმანეთთან და შექმნიან ბიზნესის სწრაფად განვითარების მარშრუტს, რომელიც ვფიქრობთ ჩინეთში დარგის მოდელი გახდება“, - განაცხადა ბაოჯუნიმ.

Volvo Cars-ის თანამშრომლობა China Unicom-თან, მას ეხმარება ადგილობრივი მოთხოვნებისთვის სათანადოდ იყოს მომზადებული და მსოფლიოს უდიდეს ბაზარზე V2X-ის ძლიერი პლატფორმა შექმნას.

კომპანიის გეგმები 5G დაკავშირების დანერგვის შესახებ, როგორც ვოლვოს მომდევნო თაობის ნაწილი, ეფუძნება SPA2 მოდულური ტიპის ავტომობილის არქიტექტურის მომდევნო თაობას.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა