ევროპარლამენტარი - კარგი იქნებოდა, გვცოდნოდა საქართველოში პატიმრების და დაკავებების საერთო რიცხვი ყველა ამ საპროტესტო აქციის შემდეგ

კარგი იქნებოდა, გვცოდნოდა საქართველოში პატიმრების და დაკავებების საერთო რიცხვი ყველა ამ საპროტესტო აქციის შემდეგ - ვფიქრობ, რაც უფრო მეტი პატიმარი იქნება, რუსეთი მით უფრო მტკიცე გახდება, - ამის შესახებ ევროპარლამენტის წევრმა ანა ფოტიგამ ბრიუსელში, ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, სადაც მან საქართველოში არსებულ ვითარებაზე ისაუბრა.

ევროპარლამენტში შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის, ქეთევან ციხელაშვილისა და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის, კახა კუჭავას მიერ სიტყვით გამოსვლის შემდეგ ევროპარლამენტარებმა ისაუბრეს.

„მე ვფიქრობ, რომ ქართველი საზოგადოება საკმაოდ ფხიზლადაა და კარგად ესმის სიტუაცია. ასე რომ, მოსკოვის იდეოლოგიის მიმდევრებს საშუალება მიეცათ, საქართველოს პარლამენტში ესაუბრათ, რამაც გამოიწვია დიდი პროტესტი და რისხვა. ამას გარდა, ვფიქრობ, რაც უფრო მეტი პატიმარი იქნება, რუსეთი მით უფრო მტკიცე გახდება, ამიტომ მინდა მოვისმინო, როგორია სიტუაციის დეესკალაციის თქვენი სცენარი. სხვათა შორის, კარგი იქნებოდა, გვცოდნოდა პატიმრების და დაკავებების საერთო რიცხვი ყველა ამ საპროტესტო აქციის შემდეგ“, - აღნიშნა ფოტიგამ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა