მარია გრიგოროვა - საქართველოს ე.წ. საზღვრისპირა ტერიტორიაზე არ უშვებენ ჟურნალისტებს და აქტივისტებს - ხელისუფლებამ ინფორმაცია უნდა მიაწოდოს თავის მოქალაქეებს, თუ რა ხდება

ჩემი ინფორმაციით, საქართველოს ე.წ. საზღვრისპირა ტერიტორიაზე არ უშვებენ ჟურნალისტებს და აქტივისტებს და ჩემი კითხვა იქნება რატომ? მივიჩნევ, რომ ხელისუფლებამ ინფორმაცია უნდა მიაწოდოს თავის მოქალაქეებს, თუ რა ხდება, - ამის შესახებ ევროპარლამენტარმა მარია გრიგოროვამ ბრიუსელში, ევროპარლამენტის საგარეო კომიტეტის სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„მინისტრმა, ქეთევან ციხელაშვილმა ახსენა ჩორჩანაში არსებული ვითარება; ასევე, ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი. მინდა ორი კითხვა დავსვა, რომელიც ამას უკავშირდება. ჩორჩანაში სრულიად ახალი სიტუაციაა, მიმდინარეობს ხეების მონიშვნა, კვლავ მიმდინარეობს ბორდერიზაციაც, სრულიად განსხვავებული მასშტაბებით, თუმცა, ჩემი ინფორმაციით, იქ არ უშვებენ ჟურნალისტებს და აქტივისტებს და ჩემი კითხვა იქნება - რატომ ? რადგან მივიჩნევ, რომ ხელისუფლებამ ინფორმაცია უნდა მიაწოდოს თავის მოქალაქეებს თუ რა ხდება“,- განაცხადა მარია გრიგოროვამ.

ის ასევე დაინტერესდა ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლების საკითხით, უფრო კონკრეტულად კი იმით, თუ ვინ გადაიხადა ჯარიმა ექიმის გათავისუფლებისთვის, ხელისუფლებამ, არასამთავრობო სექტორმა თუ კონკრეტულმა ინდივიდმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა