თეა წულუკიანმა კომიტეტის სხდომაზე ვიდეო აჩვენა, სადაც, მისი თქმით, ჩანს, რომ ციხეში  ექთანს პატიმარი შეურაცხყოფას აყენებს

იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომაზე რამდენიმე ვიდეო წარმოადგინა, სადაც ნაჩვენებია, რომ ციხეში შესულ ექთანს პატიმარი შეურაცხყოფას აყენებს და ეჩხუბება. მინისტრის თქმით, სახალხო დამცველის ანგარიშში პირდაპირი რეკომენდაციაა, რომ კონფიდენციალურობის პრინციპიდან გამომდინარე, ექთანი პატიმართან მარტო უნდა შევიდეს.

წულუკიანმა სახალხო დამცველს კითხვით მიმართა, როგორ უნდა უზრუნველყოს პენიტენციური დაწესებულების თანამშრომელმა სამედიცინო პერსონალის უსაფრთხოება ასეთ დროს.

"ვიდეოზე ჩანს, რომ სახალხო დამცველის წარმომადგენელი აბსოლუტურად თავისუფლად შედის საკანში, როგორც ამას კანონი გვავალებს, იმ მომენტში, როდესაც პატიმარი ეჩხუბება ექთანს. შემდეგ ეს პატიმარი სახეში აყრის ექთანს მაგიდაზე დაწყობილ ნივთებს და წყალსაც ასხამს, სახალხო დამცველის წარმომადგენელი ამას ესწრება. შემდეგ ეს დავა გრძელდება და პატიმარი დასწვდება პლასტმასის დანას, გადაამტვრევს და დანის ერთ ნაწილს იგდებს პირში, რა დროსაც ჩვენი თანამშრომელი ხელს ურტყამს პატიმარს სახეში, რომ მისი ეს ქმედება აღკვეთოს. როდესაც ეს ყველაფერი სრულდება და ჩვენი თანამშრომლები გამოდიან გარეთ, ისინი სახალხო დამცველის წარმომადგენელს აძლევენ ორ ოქმს ხელმოსაწერად და ეუბნებიან: მოაწერე ხელი, რომ თანამშრომელმა ხელი აჰკრა პატიმარს სახეზე, რაც დაუშვებელია და გთხოვთ, ასევე, მოაწეროთ ხელი იმას, რომ პატიმარმა ექთანს შეაყარა სახეში ნივთები. პირველ ოქმს სახალხო დამცველის წარმომადგენელი ხელს აწერს, ხოლო მეორე ოქმის ხელმოწერაზე იგი უარს აცხადებს. რა არის ეს მიკერძოება? ის ვერ დაინახეთ, რომ პატიმარმა ექთანს შეურაცხყოფა მიაყენა? ასევე, თქვენ ამ ანგარიშში მომიწოდებთ, რომ ექთანი და პატიმარი მარტო დატოვეთ ერთმანეთთანო. ასეთ პირობებშიც ერთად დავტოვოთ? არ უზრუნველვყოთ ექთნის უსაფრთხოება? რა გავაკეთო თქვენ მითხარით. ანგარიშში პირდაპირ წერია, დატოვე ექთანი კონფიდენციალურობის პრინციპიდან გამომდინარე პატიმართან მარტოო. მითხარით, რა გავაკეთო ასეთ დროს და ასეც მოვიქცევი. რჩევებიც დაწერეთ ხოლმე ანგარიშში“, - მიმართა წულუკიანმა ომბუდსმენს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა