გიორგი გახარია დავოსში ესტონელ კოლეგას შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია დავოსის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში ესტონელ კოლეგას, იური რატასს შეხვდა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციიდან აცნობეს, შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოსა და ესტონეთის რესპუბლიკას შორის არსებულ მეგობრულ ურთიერთობებს.

მთავრობის მეთაურმა ესტონეთს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის და ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

საუბარი შეეხო საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესის მიმდინარეობას, ასევე - საქართველოს მნიშვნელოვან წვლილს საერთო ევროატლანტიკურ უსაფრთხოებაში. ყურადღება გამახვილდა აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტზე, რომელიც ივნისში ბრიუსელში გაიმართება და შეიმუშავებს ახალ ხედვას აღმოსავლეთ პარტნიორობის მომავალთან დაკავშირებით. მხარეებმა ისაუბრეს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მძიმე ჰუმანიტარულ მდგომარეობაზე და საქართველოს მთავრობის სამშვიდობო პოლიტიკაზე - “ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ”. პრემიერ-მინისტრები ასევე შეეხნენ სხვადასხვა სფეროში ორმხრივ თანამშრომლობას, მათ შორის თავდაცვისა და უსაფრთხოების, მიმართულებით. საუბრისას, დადებითად შეფასდა სავაჭრო ურთიერთობებში არსებული პოზიტიური დინამიკა, ასევე ესტონელი ვიზიტორების მზარდი რიცხვი საქართველოში. პრემიერ-მინისტრებმა ეკონომიკური კავშირების შემდგომი გაღრმავებისთვის ერთობლივი ეკონომიკური კომისიის ფორმატის შექმნის შესაძლებლობაც განიხილეს. შეხვედრის დასასრულს, გიორგი გახარიამ იური რატასი საქართველოში მოიწვია.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა