გიგა ბოკერია - მთელი მასკარადი საბოლოოდ ჩაბარდა წარსულს - პირდაპირ იძახის კალაძე და ვოლსკიმაც თქვა, რომ პროპორციული სისტემა არ უნდოდათ და არ უნდათ

ახლა რომც მოახერხონ, გაუძლონ მწვავე პროტესტს და ვადამდელი დანიშნონ, ამ სისტემით, შემდეგი არჩევნები იქნება პროპორციული, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგა ბოკერიამ განაცხადა.

ბოკერიას შეფასებით, ხელისუფლება ბოლო დროს პროპორციულ სისტემასთან დაკავშირებული განცხადებებით, საზოგადოებას პირდაპირ ეუბნება, რომ „ფეხებზე გვკიდია დადებული პირობა, დაღვრილი სისხლი და ყველაფერიო“.

„მთელი ეს მასკარადი საბოლოოდ ჩაბარდა წარსულს. პირდაპირ იძახის კალაძე და ვოლსკიმაც ეგ თქვა, რომ პროპორციული სისტემა არ უნდოდათ და არ უნდათ. იმდენად უტიფრები არიან, რომ გუშინწინ რომ იძახდნენ კი გვინდოდა, მაგრამ დემოკრატია გვაქვს პარტიაში და მაჟორიტარები აჯანყდნენო, ახლა ეს დაივიწყეს და პირდაპირ ეუბნებიან საზოგადოებას, რომ კი, გადაგაგდეთ, რადგან ჩავთვალეთ, რომ ძალაუფლებას ვკარგავთ ამ სისტემით და ფეხებზე გვკიდია დადებული პირობა, დაღვრილი სისხლი და ყველაფერიო. აი ამ უტიფრობასთან გვაქვს საქმე ივანიშვილის და მისი „კლოუნებისგან“. „კარგია“ ის, რომ ამას ღიად იძახიან. ეს კიდევ უფრო მეტ ლეგიტიმურ ბრაზს გამოიწვევს, კიდევ უფრო მეტი მობილიზება იქნება ლეგიტიმური პროტესტისთვის და არჩევნებზე მათი ძალიან მწარე დამარცხებისთვის.

ახლა რომც მოახერხონ და გაუძლონ მწვავე პროტესტს და ვადამდელი დანიშნონ ამ სისტემით, შემდეგი არჩევნები იქნება პროპორციული. ჯერ მოხდება ამ ხალხის ჩამოშორება ხელისუფლებიდან, მერე ჩატარდება პროპორციული, ნორმალური არჩევნები კონკურენციით, ნორმალურ და შედარებით ნორმალურ პოლიტიკურ პარტიებს შორის, სადაც ამომრჩეველი გადაწყვეტს, ვის მიანდობს ქვეყანას ივანიშვილის ჩამოცილების შემდეგ, რათა ქვეყანა ამ ჩიხიდან გამოვიყვანოთ“, - განაცხადა ბოკერიამ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა