ჭიაბერაშვილი - პარლამენტთან შენარჩუნებულია ფილები, რომელზეც 9 აპრილს სისხლი დაიღვარა - პრორუსული „ოცნებისგან“ მოსალოდნელია, ისტორიის ეს ნაკვალევიც გადაშალონ

პარტია „ევროპული საქართველოს“ წევრი ზურაბ ჭიაბერაშვილი პარლამენტის წინ მერიის მიერ სარეაბილიტაციო სამუშაოების დაწყებას ეხმაურება.

„როდესაც პარლამენტის წინა სივცრის რეკონსტრუქცია გაკეთდა და 9 აპრილის მემორიალი დაიდგა, ახლად დაგებულ ფილებს შორის შენარჩუნდა ის ფილები, რომელზედაც 1989 წლის 9 აპრილს ქართველების სისხლი დაიღვარა. პრორუსული „ოცნებისგან“ ისიც მოსალოდნელია, ჩვენი ისტორიის ეს ნაკვალევიც გადაშალონ. ამიტომ წინმსწრებად ვწერ, როგორც გაფრთხილებას. იმედია, მომავალი თაობები შეგვინარჩუნებენ ამ მეხსიერებასაც და ამ ფილებსაც,“ - წერს ზურაბ ჭიაბერაშვილი თავის „ფეისბუქ“ გვერდზე.

ცნობისთვის, დედაქალაქის მერიამ დღეიდან პარლამენტის შენობის წინა ტერიტორიისა და 9 აპრილის მემორიალის რეაბილიტაცია დაიწყო. თბილისის მერის კახა კალაძის ინფორმაციით, აღნიშნული ადგილი ძალიან მძიმე მდგომარეობაშია. მისივე თქმით, პროექტის ფარგლებში დაეგება ახალი ფილები, მოწესრიგდება შადრევნები, იწარმოებს გამწვანების სამუშაოები და ეს იქნება ერთ-ერთი ულამაზესი სივრცე.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა