დონალდ ტრამპი ერაყში დაშავებულ სამხედროებზე - გავიგე, რომ თავის ტკივილები აწუხებთ, მაგრამ სერიოზული არაფერია

გავიგე, რომ მათ თავის ტკივილები და კიდევ ერთი ორი რაღაც აწუხებთ, მაგრამ შემიძლია გითხრათ, რომ ძალიან სერიოზული არაფერია,- ამის შესახებ დონალდ ტრამპმა ერაყში განლაგებულ ამერიკულ ბაზებზე 8 იანვრს განხორციელებული სარაკეტო დარტმის შედეგად დაშავებული სამხედროების მდგომარეობაზე კომენტირებისას განაცხადა.

კითხვაზე, თვლიდა თუ არა ის, რომ ტვინის ტრავმა სერიოზულია, პრეზიდენტმა უპასუხა : „ამის შესახებ მათ თავდასხმიდან რამდენიმე დღის შემდეგ მითხრეს. ჯობია, ეს კითხვა აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტს დაუსვათ.“

ოთხშაბათს, აშშ-ის ცენტრალურმა სარდლობამ განაცხადა, რომ 8 იანვარს განხორციელებული სარაკეტო დარტმის შემდეგ ერაყიდან გერმანიაში სამედიცინო შემოწმების ჩასატარებლად რამდენიმე ჯარისკაცი გადაიყვანეს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა