ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენელი ახალ კორონავირუსზე - ყველა ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია, რომ მოემზადოს და შეამოწმოს თავისი შესაძლებლობები

ამ დროისთვის, ყველა ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია, რომ მოემზადოს და შეამოწმოს თავისი შესაძლებლობები, - ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენელმა, სილვიუ დომენტემ ჟურნალისტებს საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროში შეხვედრის დაწყებამდე განუცხადა.

„ეს კორონავირუსია და ჩვენ ვიცით კორონავირუსმა წარსულში მრავალი პრობლემა შექნა, მე ვგულისხმობს მწვავე რესპირატორულ ვირუსს, თუ გახსოვთ. ის პოტენციურად საშიშია, მაგრამ რადგან არ გვაქვს სრული ინფორმაცია, ვახდენთ სიტუაციის მონიტორინგს, რომ ვიპოვოთ პრობლემის მოგვარების გზები. ყველა ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია, რომ მოემზადოს და შეამოწმოს თავისი შესაძლებლობები. ამ დროისთვის მოგზაურობის და ვაჭრობის შეზღუდვების რეკომენდაცია არ გაცემულა. ვნახოთ, როგორ განვითარდება სიტუაცია“,-განაცხადა დომენტემ.

ამასთან, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენელმა ისაუბრა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ ჯანდაცვის საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შესახებ მსჯელობის გაგრძელებაზეც.

„გუშინ კომიტეტმა მოუსმინა ჩინეთის მთავრობის მიერ მოწოდებული ინფორმაციას, ასევე ინფორმაციას, რომელიც მიიღო სხვა ქვეყნებიდან. ინფექციის იდენტიფიცირება მოხდა. სპეციალური მისია კვლავ მუშაობს ადგილზე, ჩინეთის მთავრობის წარმომადგენლებთან. სამწუხაროდ, ცნობები, რომელიც გუშინ მივიღეთ, არ იყო საკმარისი იმისთვის, რომ მომხდარიყო საბოლოო დასკვნების გამიოტანა. გადაწყვეტილება არის იმგვარი, რომ დღეს კომისია კვლავ გამართავს შეხვედრას, რომ მოახდინოს დამატებითი ინფორმაციის ანალიზი საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად. მსოფლიო ჯანდაცვის საგანგებო მდგომარეობა გულისხმობს იმას, რომ ქვეყანა უნდა კონცენტრირდეს მზაობაზე, მიიღოს მოსამზადებელი ზომები აეროპორტებში, პორტებში“,-განაცხადა დომენტემ.

გია ხუხაშვილი - ხელისუფლებამ მონოპოლიების, კარტელების, ოლიგოპოლიების შექმნას უნდა შეუშალოს ხელი - თუ ქვეყანაში პოლიტიკური რისკებისაგან დაზღვეული ჯანსაღი კონკურენტული გარემო შეიქმნა, ასეთ შემთხვევაში ფასები თავისთავად დარეგულირდება
სადირ ჯაპაროვის პრეზიდენტობის ხუთი წელი: მთავარი გამოცდა ჯერ კიდევ წინაა
ქართული პრესის მიმოხილვა 26.01.2026
„ნიკორამ“ ახალი, მაღალტექნოლოგიური ქარხანა გახსნა