„ანას ბაღის“ მცხოვრებლებმა გენერალურ პროკურატურაში სარჩელი შეიტანეს

ანას ბაღის“ მცხოვრებლებმა, 10 იანვარს, „ანას ბაღში", ადგილობრივებსა და „ევროპული სამშენებლო კომპანიის" თანამშრომლებს შორის მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, გენერალურ პროკურატურაში სარჩელი შეიტანეს.

როგორც „ანას ბაღის" მოსახლეობის ინტერესების დამცველმა, მუხრან ღურწკაიამ განაცხადა, საჩივარი მიმართულია აღნიშნული კომპანიის თანამშრომლების წინააღმდეგ, რომლებმაც მისი თქმით, მოსახლეობაზე იძალადეს. ამასთან, მისივე თქმით, საჩივარი ეხება იმ პოლიციელებსაც, რომლებმა ამ ფაქტთან დაკავშირებით რეაგირება არ მოახდინეს.

ადვოკატის განცხადებით, მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით „დაუყოვლებლივ უნდა დაიწყოს გამოძიება და მოძალადე პირები უნდა დაისაჯონ".

„ჩვენ შეგვაქვს საჩივარი კომპანიის დაცვის თანამშრომლების წინააღმდეგ, რომლებმაც იძალადეს მოსახლეობაზე და განახორციელეს უპრეცედენტო ძალადობა. ასევე, იქ იყვნენ პოლიციის თანამშრომლები, რომლებმაც რეაგირება არ მოახდინეს ამ ფაქტთან დაკავშირებით. პროკურატურისგან ვითხოვთ, რომ დაიწყოს დაუყოვნებლივ გამოძიება და მოძალადე პირები დაისაჯონ კანონის სრული სიმკაცრით. ასევე, დაზიანებულია აქციის მონაწილეების მანქანები, რომლებიც დააზიანეს უშუალოდ კომპანიის თანამშრომლებმა და კომპანიის დაცვის წევრებმა. ამაზეც არის ამ საჩივარში საუბარი და ვითხოვთ გამოძიების დაწყებას, მანქანების დაზიანების ნაწილშიც, ძალადობის ნაწილშიც და პოლიციელების მხრიდან გულგრილობის და უმოქმედობის ნაწილშიც", - განაცხადა ადვოკატმა.

შეგახსენებთ, რომ 10 იანვარს, ვარკეთილში, „ანას ბაღში“ ადგილობრივებსა და სამშენებლო კომპანია „ევროპული სამშენებლო” ჰოლდინგის წარმომადგენლებს შორის სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება მოხდა, რის შედეგადაც პოლიციამ ორივე მხარის წარმომადგენლები დააკავა.

კორნელი კაკაჩია - ხელისუფლებამ უნდა შეძლოს ქვეყნის გადაყვანა დაპირისპირების რელსებიდან კონსტრუქციულობის ფორმატში, თუმცა ამის რესურსს მმართველ გუნდში ვერ ვხედავ
დიმიტრი შველიძე - რუსული ოკუპაციის 100 წლისთავზე მთავარია გვახსოვდეს - ყოფილი მეტროპოლია ფარული ჩარევით, მშვიდად უყურებს საქართველოში პოლიტიკური ბანაკების გაუთავებელ ომს
ქართული პრესის მიმოხილვა 26.02.2021
ახალი სენსორული POS სავაჭრო ობიექტებისთვის
რას წარმოადგენს Samsung-ის ოფიციალური ჰოლოგრამა?
სითი თაუერი – შენი წარმატების წერტილი ბიზნესში! (R)
კომპანია "სილქნეტი" განცხადებას ავრცელებს
როგორ შეუძლიათ ბიზნესებს თანამშრომელთა სამუშაო საათები ავტომატურად აღრიცხონ?
ბაკურიანის მსოფლიო თასის ეტაპებისთვის რეგისტრაცია დასრულებულია
ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთან არსებულმა დაზარალებულთა ნდობის ფონდმა საქართველოსთვის დახმარების პროგრამა დაამტკიცა
ლაბორატორია „მეგალაბში“ კორონავირუსის ე.წ. ბრიტანული შტამის დადგენაა შესაძლებელი