მიხეილ კალანდიას სასამართლო პროცესზე სამედიცინო ექსპერტს კითხავენ

ხორავას ქუჩაზე დავით სარალიძის მკვლელობის ბრალდებით დაკავებულ მიხეილ კალანდიას სასამართლო პროცესზე სამედიცინო ექსპერტს კითხავენ.

გიორგი ცინცაძემ, რომელიც ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სამედიცინო ექსპერტია, დავით სარალიძისთვის მიყენებულ ჭრილობებზე ექსპერტიზა ჩაატარა.

ცინცაძის თქმით, დავით სარალიძეს სხეულის სხვადასხვა ადგილზე 12 ნაკვეთ-ნაჩხვლეტი ჭრილობა ჰქონდა მიყენებული და სისხლნაჟღენთები აღენიშნებოდა.

ექსპერტის თქმითვე, 12-დან ერთი, ბარძაყის არეში მიყენებული ჭრილობა სასიკვდილო იყო. მისივე თქმით, სარალიძეს ასევე გულ-მკერდისა და მუცლის არეში შემავალი ჭრილობებიც ჰქონდა მიყენებული, რაც სახიფათო ჭრილობად ითვლება და შეუძლია სიკვდილი გამოიწვიოს.

დღევანდელ სასამართლო პროცესზე ბრალდების მხარის მტკიცებულებებს იკვლევენ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა