პოეტ ვანლერ დაისელის მემორიალური დაფა გაიხსნა

თბილისში, გუნიას ქუჩის 4 ნომერში, სადაც საბჭოთა რეჟიმის მიერ რეპრესირებული პოეტი ვანლერ დაისელი 1920-1929 წლებში ცხოვრობდა, მემორიალური დაფა გაიხსნა. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის საკრებულო ავრცელებს.

მათივე ცნობით, შეკრებილმა საზოგადოებამ ვანლერ დაისელის შემოქმედებისა და ცხოვრების ფართო საზოგადოებისთვის გაცნობის მიზნით განსახორციელებელ ღონისძიებაზე იმსჯელეს. როგორც მემორიალური დაფის გახსნის ცერემონიალზე აღინიშნა, თბილისში, ერთ-ერთ ქუჩას ვანლერ დაისელის სახელი მიენიჭება, ხოლო ზესტაფონში, მისსავე მშობლიურ სოფელში მშენებარე სკოლაში კი, პოეტის სახელობის კაბინეტი გაიხსნება.

„მკვლევარმა ლევან ჟვანიამ პოეტის შემოქმედების შესწავლის მიზნით კვლევა ჩაატარა და ამ მიმართულებით გაწეული თანადგომისთვის თბილისის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარეს, თამარ ტალიაშვილს მადლობა გადაუხადა.

თბილისის საკრებულოსა და მერიის მხარდაჭერით, 2018 წელს დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველად, გამოიცა ვანლერ დაისელის კრებული „მზის სისხლი“ ლევან ჟვანიას რედაქციით, რომელიც პოეტის აქამდე უცნობ ნაწარმოებებსა და შსს-ს არქივში დაცულ მასალებს მოიცავს.

წიგნის პრეზენტაცია თბილისის საკრებულოს თამარ მეფის სახელობის დარბაზში მოეწყო“, - ნათქვამია თბილისის საკრებულოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ვანლერ დაისელმა ახალი პოეტური ორდენი ,,სომნამბულიზმი’’ შექმნა. იგი არის საქართველოს დამოუკიდებლობისთვის მებრძოლი პოეტი, რომელიც გმობდა რუსულ იმპერიალიზმს და ღიად ეწეოდა ანტისაბჭოთა აგიტაციას, რისთვისაც სამშობლოდან გადაასახლეს.

მემორიალური დაფის გახსნის ღონისძიებას საქართველოს პარლამენტში მთაწმინდის მაჟორიტარი დეპუტატი ვლადიმერ კახაძე, პარლამენტის დეპუტატი ენძელა მაჭავარიანი, თბილისის საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის თავმჯდომარე თინათინ ნიბლოშვილი, საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის წევრი გულია გოცირიძე, მთაწმინდის გამგებლის მოადგილე მიხეილ გოგოლიძე და თბილისის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის წარმომადგენლები თამარ თოფურიძე, ნინო სულაძე, ხათუნა სამანაშვილი დაესწრნენ.

კახა ბასილია - აშშ-ში რომ რონალდ რეიგანის მსგავსი პრეზიდენტი იყოს, ომი სწრაფად დამთავრდებოდა, არ არის საჭირო რუსეთთან ვაჭრობა! არ შეიძლება!
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო