ორხევში მოსახლეობამ აქცია გამართა

ორხევში ადგილობრივმა მოსახლეობამ აქცია გამართა. ისინი 76-ე საბავშვო ბაღის დახურვის მიზეზის დადგენას ითხოვენ.

„18 ნოემბრის შემდეგ ბაღი არის დაკეტილი და პასუხს ვერ გვცემენ, ამბობენ, რომ რაღაც გაზის გაჟონვაა. მოჰყავთ ექსპერტები, მაგრამ პასუხი არ აქვთ. ჩვენ ვითხოვთ ალტერნატიული ფართი გამოგვიყონ, ან გვითხრან შეიძლება ამ ბაღში შესვლა თუ არა. ბაღის დირექტორი ხან იმალება, ხან პასუხს არ გვცემს, ჯერ ვერ გავიგეთ რა ხდება. საბოლოო დასკვნა ჯერ არ არის. ჩვენ მივმართეთ მერიას ალტერნატიული ფართის გამოყოფის მოთხოვნით, მაგრამ, გვეუბნებიან, რომ ჯერ ვერ გამოყოფენ, ვიდრე ექსპერტიზის დასკვნა არ დაიდება", - განაცხადა ადგილობრივმა ნატალია კაციტაძემ.

დღეს ბაღის შენობაში კერძო სამეცნიერო კვლევითი ფირმა "გამას" ექსპერტები იმყოფებოდნენ, რომლებმაც ჰაერის ნიმუშები აიღეს. მათი თქმით, აღებული ნიმუშების გამოკვლევას დაახლოებით 4-5 დღე დასჭირდება და მხოლოდ ამის შემდეგ გახდება შესაძლებელი დასკვნის გაკეთება.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა